ქართული ღვინის ექპორტი 15%-ით გაიზარდა
21 მაისი 2021

საქართველო არის ქვეყანა, რომლის შიდა წარმოების დიდი ნაწილი ემყარება სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოყვანას, როგორიცაა სხვადასხვა ხილი (ყურძენი, ციტრუსის ხილი, თხილი), ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების წარმოება. საქართველოს მიერ ერთ-ერთი მთავარი ექპორტირებული პროდუქტი ღვინოა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქართული ღვინის ექსპორტის მაჩვენებელი და მისი ღირებულება გაიზარდა.

უწყების ცნობით, 2021 წლის იანვარ-აპრილში, მსოფლიოს 55 ქვეყანაში 28.3 მილიონ ბოთლამდე (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 15%-ით აღემატება.

ექსპორტირებული ღვინის ღირებულება კი 7%-ით გაიზარდა და 65 მლნ-მდე აშშ დოლარი შეადგინა.

სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ექსპორტი ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე გაიზარდა:

პოლონეთი - 2% (1 841 192 ბოთლი);
ჩინეთი - 19% (1 559 533 ბოთლი);
ლიეტუვა - 71% (356 748 ბოთლი);
აშშ - 2% (325 468 ბოთლი);
ესტონეთი - 3% (228 592 ბოთლი);
გერმანია - 1% (229 527 ბოთლი);
დიდი ბრიტანეთი - 6% (157 932 ბოთლი).

სხვადასხვა მოცულობის ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ექსპორტი 252-მა კომპანიამ განახორციელა.

მათივე ინფორმაციით, ქვეყანამ ღვინის, ბრენდის, ჭაჭის და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად 106.3 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 15%-ით მეტია.

მსგავსი სიახლეები

ავტოლოგისტიკა საქართველო-ისრაელის ბიზნეს ფორუმზე
22 ოქტომბერი 2014

ავტოლოგისტიკა საქართველო-ისრაელის ბიზნეს ფორუმზე

მიმდინარე წლის 20-21 ოქტომბერს საქართველოს ეწვია ისრაელის სავაჭრო პალატისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.  წარმომადგენლები. საქართველო-ისრაელის სავაჭრო პალატებისა და BDO-ს ორგანიზებით სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტ“-ში (Courtyard Marriot) გაიმართა კონფერენცია, რომლის მიზანს წარმოადგენდა კომპანიებისათვის ბიზნეს გარემოსა და საინვესტიციო კლიმატის გაცნობა.
შტუტგარტის გამოფება-ვაჭრობა - LogiMAT 2014
28 თებერვალი 2014

შტუტგარტის გამოფება-ვაჭრობა - LogiMAT 2014

2014 წლის 25-27 თებერვალს გერმანიის ერთ-ერთი უდიდესი მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიული ცენტრი, ქალაქი შტუტგარტი, მასპინძლობდა ლოგისტიკის დარგში  მე-12 საერთაშორისო ინოვაციური ტექნოლოგიების გამოფენა-ვაჭრობას სახელწოდებით LogiMAT 2014.