ფოთის პორტში საკონტეინერო ტვირთების მოცულობამ რეკორდულ დონეს მიაღწია
ფოთის პორტში საკონტეინერო ტვირთების მოცულობამ რეკორდულ დონეს მიაღწია
11 მაისი 2023

კონტეინერების დამუშავებისა და ტვირთბრუნვის თვალსაზრისით, ფოთის ტერმინალისთვის 2023 წლის აპრილი რეკორდული იყო.

აპრილში დამუშავდა 53,626 TEU კონტეინერი, რაც 91,3%-ით მაღალი მაჩვენებელია 2022 წლის აპრილთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ ფოთის საზღვაო ნავსადგურში, ერთი თვის მანძილზე, ამ რაოდენობის ტვირთის დამუშავების პრაქტიკა აქამდე არ ყოფილა.

საერთო ჯამში, 2023 წლის პირველ ოთხ თვეში კონტეინერების მოცულობა იყო 177 900 TEU, რაც 73%-ით მაღალი მაჩვენებელია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და ყველაზე მაღალი, რაც კი ოდესმე ყოფილა წლის პირველ ოთხ თვეში.

ამასთან ერთად, მნიშვნელოვნად გაზრდილია საკონტეინერო გემების მიღებაც. წლის დასაწყისიდან ფოთის ტერმინალმა გასულ წელთან შედარებით მიიღო 74.6%-ით მეტი - 103 საკონტეინერო გემი. ზრდა შეინიშნება რკინიგზით შემოტანილი კონტეინერების რაოდენობაშიც. 2023 წლის იანვარი-აპრილის პერიოდში, შემოსული და დამუშავებული კონტეინერების რაოდენობა ყველაზე მაღალი იყო ბოლო სამი წლის განმავლობაში დაფიქსირებულ რაოდენობას შორის - 3, 848 TEU.

მსგავსი სიახლეები

ჩინეთიდან საკონტეინერო გადაზიდვების ფასები პანდემიამდელ ნიშნულს დაუბრუნდა
25 ნოემბერი 2022

ჩინეთიდან საკონტეინერო გადაზიდვების ფასები პანდემიამდელ ნიშნულს დაუბრუნდა

პანდემიის პერიოდში საკონტეინერო გადაზიდვებზე ფასების რეკორდული ზრდის შემდეგ, მიმდინარე წელს ივლისი-აგვისტოს პერიოდიდან ფასების კლება დაიწო. ბევრ ქვეყანაში ლოქდაუნის გამო შეჩერდა საქონლის წარმოება, ზოგიერთმა საწარმომ ადგილმდებარეობა შეიცვალა და სხვა მასშტაბები შეიძინა,  სწორედ ამან არია კვანძი და  გამოიწვია, ფასების მატება. დღეს კონტეინერების დეფიციტი აღარ არსებობს, განსაკუთრებით საქართველოში, რადგან იმპორტი ექსპორტს აღემატება, ისევე როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, რადგან ქვეყანა იმაზე მეტს ყიდულობს ვიდრე ყიდის. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთიდან საკონტეინერო გადაზიდვების ფასები პანდემიამდელ ნიშნულს დაუბრუნდა, არის ქვეყნები, სადაც ფასები კვლავ მაღალია. ხმელთაშუა ზღვიდან ამერიკის მიმართულებით ფასები მაღალია, რადგან იქ მოთხოვნა უფრო დიდია. ზემოაღნიშნული კი შესაძლოა გამოწვეული იყოს სავაჭრო ურთიერთობების გაზრდით. ხოლო რაც შეეხება ევროპის შიდა ფასებს, აქ ზრდა 15-20%-ის ფარგლებში მერყეობს, რაც ამ სამი წლის განმავლობაში სრულიად ნორმალურია საკონტეინერო გადაზიდვების ფასები რეკორდული ზრდისკენ გზას პოსტ-პანდემიურ, ეკონომიკური აღდგენის პერიოდში დაადგა და ისტორიულ მაქსიმუმს 2021 წლის სექტემბერში მიაღწია. ზრდის ძირითადი მიზეზები სავაჭრო ბუმი და პანდემიის შედეგად ქვეყნებს შორის სავაჭრო მარშრუტების გადანაცვლება იყო, რამაც გადაზიდვები გაართულა.
ალოგი - მალაიზიაში გამართული საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე
16 მარტი 2015

ალოგი - მალაიზიაში გამართული საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე

ალოგი, როგორც გლობალურ ბაზარზე მოღვაწე აქტიური წევრი, ამჟამად მალაიზიის ქალაქ კუალა ლუმპურს ესტუმრა, სადაც საერთაშორისო ბაზარზე მოღვაწე სატრანსპორტო-საექსპედიტორო კომპანიებს შესაძლებლობა მოგვეცა ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინა ლოგისტიკის სფეროში მიღებული გამოცდილება.