საერთაშორისო სავაჭრო ტერმინები (Incoterms) არის საერთაშორისო ვაჭრობაში აღიარებული მთელი რიგი ტერმინებისა, რომლებიც, ფაქტობრივად, სავაჭრო ტრადიციებისა და პრაქტიკის საფუძველზე შეიქმნა და მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაშია აღიარებული. საერთაშორისო სავაჭრო ტერმინების, ანუ, როგორც მას სახელშეკრულებო პრაქტიკაში შემოკლებით უწოდებენ, „ინკოტერმს“-ის ტერმინები უზრუნველყოფს საერთაშორისო ნასყიდობისა და გადაზიდვების ხელშეკრულებათა ძირითადი პირობების ჰარმონიზებას, ზუსტად განსაზღვრავს მხარეთა პასუხისმგებლობასა და რისკებს სატრანსპორტო მომსახურების შესყიდვისას.
ქვემოთ განმარტებულია 13 ტერმინი, რომელიც ხშირად გამოიყენება საერთაშორისო სავაჭრო მოლაპარაკებებში.
EXW | FCA | FAS | FOB | CFR | CIF | CPT | |
SERVICES | Ex Works | Free Carrier | Free Alongside Ship | Free Onboard Vessel | Cost & Freight | Cost Insurance & Freight |
Carriage Paid To |
Warehouse Storage |
Seller | Seller | Seller | Seller | Seller | Seller | Seller |
Warehouse Labor |
Seller | Seller | Seller | Seller | Seller | Seller | Seller |
Export Packing | Seller | Seller | Seller | Seller | Seller | Seller | Seller |
Loading Charges | Seller | Seller | Seller | Seller | Seller | Seller | Seller |
Inland Freight | Buyer | Buyer/ Seller* | Seller | Seller | Seller | Seller | Seller |
Terminal Charges | Buyer | Buyer | Seller | Seller | Seller | Seller | Seller |
Forwarder's Fees | Buyer | Buyer | Buyer | Buyer | Seller | Seller | Seller |
Loading On Vessel | Buyer | Buyer | Buyer | Seller | Seller | Seller | Seller |
Ocean/Air Freight | Buyer | Buyer | Buyer | Buyer | Seller | Seller | Seller |
Charges On Arrival At Destination | Buyer | Buyer | Buyer | Buyer | Buyer | Buyer | Seller |
Duty, Taxes & Customs Clearance | Buyer | Buyer | Buyer | Buyer | Buyer | Buyer | Buyer |
Delivery To Destination | Buyer | Buyer | Buyer | Buyer | Buyer | Buyer | Buyer |
CIP | DAF | DES | DEQ | DDU | DDP | |
SERVICES | Carriage Insurance Paid To | Delivered At Frontier | Delivered Ex Ship | Delivered Ex Quay Duty Unpaid | Delivered Duty Unpaid | Delivered Duty Paid |
Warehouse Storage | Seller | Seller | Seller | Seller | Seller | Seller |
Warehouse Labor | Seller | Seller | Seller | Seller | Seller | Seller |
Export Packing | Seller | Seller | Seller | Seller | Seller | Seller |
Loading Charges | Seller | Seller | Seller | Seller | Seller | Seller |
Inland Freight | Seller | Seller | Seller | Seller | Seller | Seller |
Terminal Charges | Seller | Seller | Seller | Seller | Seller | Seller |
Forwarder's Fees | Seller | Seller | Seller | Seller | Seller | Seller |
Loading On Vessel | Seller | Seller | Seller | Seller | Seller | Seller |
Ocean/Air Freight | Seller | Seller | Seller | Seller | Seller | Seller |
Charges On Arrival At Destination | Seller | Buyer | Buyer | Seller | Seller | Seller |
Duty, Taxes & Customs Clearance | Buyer | Buyer | Buyer | Buyer | Buyer | Seller |
Delivery To Destination | Buyer | Buyer | Buyer | Buyer | Seller | Seller |
E - მიწოდების პირობა
EXW - Ex-Works (ქარხნიდან მიწოდება) ეს ინკოტერმსი მაქსიმალურად ზრდის მყიდველის პასუხისმგებლობას. მყიდველი თავად უზრუნველყოფს ტვირთის დანიშნულების ადგილამდე მიტანას. ამ დროს წარმოქმნილ ყველა რისკსა და ხარჯზე პასუხისმგებლობა ეკისრება მყიდველს.
გამყიდველი მოვალეა დაეხმაროს მყიდველს საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადებაში და პასუხს აგებს მყიდველის წინაშე, არასწორი დატვირთვის გამო.
F - გამყიდველი არ იხდის ტრანსპორტირების საფასურს
FCA - free Carrier გამყიდველი გადასცემს ექსპორტისათვის მომზადებულ საქონელს მყიდველის მიერ არჩეულ ტვირთის გადამტანის საშუალებით მითითებულ მისამართზე.
FAS - Free Alongside Ship (გადამზიდი პორტის დასახელება) გამყიდველი ვალდებულია მიიტანოს ტვირთი დასახელებულ პორტში და განათავსოს გემზე. გამყიდველი ასევე ამზადებს ტვირთს საექსპორტოდ. ტერმინი გამოიყენება საზღვაო ძირითადად მძიმე და დიდი მოცულობის ტვირთის ტრანსპორტირებისას.
FOB - Free On Board vessel გამყიდველის მიერ მყიდველისათვის საქონლის მოწოდების ვალდებულება შესრულებულად ითვლება, როდესაც საქონელი გადაჰკვეთს გემის კიდეს დასახელებული ჩატვირთვის პორტში. ამ მომენტიდან ტვირთვის შემთხვევით დაღუპვის ან დაზიანების რისკი ეკისრება მყიდველს. გარდა ამისა, FOB-ი გულისხმობს გამყიდველის მიერ საქონლის ექსპორტისათვის მომზადებას.
მოცემული ტერმინი გამოიყენება მხოლოდ საზღვაო გადაზიდვების შემთხვევაში.
C - გამყიდველი იხდის ტრანსპორტირების საფასურს
CFR - Cost and Freight (ხარჯები და ფრახტი), გამყიდველი თავად იხდის საქონლის დანიშნულების პორტში ჩატანისათვის აუცილებელ ხარჯსა და დაფრახტვის ღირებულებას, მაგრამ პასუხს არ აგებს ტვირთის შემთხვევითი დაზიანებასა ან განადგურებაზე. გამყიდველის პასუხისმგებლობაა ასევე ტვირთის საექსპორტოდ მომზადება. გამყიდველი არ ანაზღაურებს ტვირთის გემბანზე მოთავსების შემდეგ წარმოქმნილ ხარჯებს.
მოცემული ტერმინი გამოიყენება მხოლოდ საზღვაო გადაზიდვების შემთხვევაში.
CIF - Cost, Insurance and Freight (ხარჯები, დაზღვევა და ფრახტი), გამყიდველს ეკისრება იგივე ვალდებულებები, რაც CFR ტერმინის შემთხვევაში, ემატება საზღვაო დაზღვევის უზრუნველყოფა მყიდველის მიერ საქონლის ტრანსპორტირების პერიოდში ტვირთის შემთხვევით დაზიანების ან განადგურების შემთხვევაში.
მოცემული ტერმინი გამოიყენება მხოლოდ საზღვაო გადაზიდვების შემთხვევაში.
CPT - Carriage Paid To (ფრახტისგან თავისუფალი), გამყიდველი იხდის ფრახტს საქონლის დასახელებულ ადგილამდე ტრანსპორტირებისათვის. ტვირთის შემთხვევით დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება მყიდველს იმ მომენტიდან, როდესაც იგი საქონელს გადამტანს ჩააბარებს. საქონელს ექსპორტისათვის ამზადებს გამყიდველი.
CIP - Carriage and Insurance Paid To გამყიდველს აქვს იგივე ვალდებულება, რაც CPT-ის შემთხვევაში. გარდა ამისა, გამყიდველი იხდის ტრანსპორტირების პერიოდში ტვირთის დაზღვევისათვის საჭირო სადაზღვევო პრემიას. იგი ამზადებს აგრეთვე ტვირთს ექსპორტისათვის.
D - დანიშნულების ადგილამდე ჩატანა
DAF - Delivered At Frontier გამყიდველი ასრულებს ტვირთის ჩატანის ვალდებულებას, როდესაც იგი ექსპორტისათვის მომზადებულ საქონელს საზღვართან დასახლებულ პუნქტსა თუ ადგილში ათავსებს - მიმდებარე ქვეყნის საბაჟომდე.
DES - Delivered Ex-Ship გამყიდველი ასრულებს ტვირთის მიწოდების ვალდებულებას. ამ დროს იგი იმპორტისათვის მომზადებულ საქონელს მყიდველს დანიშნულების პორტში გემბანზე აწვდის. მოცემულ პორტამდე საქონლის მიწოდების რისკი და ხარჯები გამყიდველს ეკისრება.
DEQ - Delivered Ex-Quay გამყიდველის მოვალეობა ჩაიტანოს საქონელი შესრულებულად ითვლება, როდესაც იგი უზრუნველყოფს მყიდველს იმპორტისათვის მომზადებული საქონლით დანიშნულების პორტის სანაპიროზე. საქონლის მოცემულ ადგილამდე მიტანისათვის ყოველგვარი ხარჯი (გადასახადები და ა.შ.) და ნივთის დაღუპვის ან განადგურების რისკი ეკისრება გამყიდველს.
აღნიშნული ტერმინი გამოიყენება მხოლოდ საზღვაო გადაზიდვების შემთხვევაში.
DDU - Delivered Duty Unpaid (მიწოდება განბაჟებამდე), გამყიდველის მიერ ტვირთის მიწოდების ვალდებულება შესრულებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც იგი უზრუნველყოფს მყიდველს იმპორტირების ქვეყანაში საქონლის დანიშნულების ადგილას მიტანას. საქონლის დანიშნულ ადგილას მიტანისათვის ყოველგვარი ხარჯი, რისკი, ღირებულება (გარდა საბაჟო გადასახადებისა და სხვა ხარჯებისა რაც აუცილებელია იმპორტირებისათვის) უნდა იკისროს გამყიდველმა. თუ მყიდველმა ვერ მოამზადა საქონელი იმპორტისათვის, წარმოქმნილ ხარჯებს მყიდველი თავად ანაზღაურებს.
DDP - Delivered Duty Paid (მიწოდება განბაჟებით), გამყიდველის მოვალეობა, მიაწოდოს ტვირთი, შესრულებულად ითვლება, როდესაც იგი მყიდველს საქონლით უზრუნველყოფს დანიშნულ ადგილას - იმპორტირების ქვეყანაში. მოცემულ ადგილას მიტანამდე საქონლის შემთხვევით დაღუპვის ან განადგურების რისკი, აგრეთვე ყველა ხარჯი და გადასახადი, ეკისრება გამყიდველს.