ოქტომბერში საქართველომ ექსპორტით $411 მლნ მიიღო, რაც პანდემიის დაწყებიდან რეკორდული თანხაა
ოქტომბერში საქართველომ ექსპორტით $411 მლნ მიიღო, რაც პანდემიის დაწყებიდან რეკორდული თანხაა
15 ნოემბერი 2021

საქსტატმა 2021 წლის ოქტომბრის საგარეო ვაჭრობის წინასწარი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ გასული თვის განმავლობაში საქართველომ უცხოუეთში $411 მილიონი დოლარის საქონელი გაიტანა, რაც პანდემიის დაწყებიდან რეკორდული მაჩვენებელია და წინა წლის ანალოგიური პერიოდის ექსპორტს 31.3%-ით აღემატება.

ექსპორტთან ერთად, საგრძნობლად არის გაზრდილი იმპორტის მოცულობაც, რამაც ოქტომბერში 904 მილიონი დოლარი შეადგინა, ეს წინა წელთან შედარებით 24%-ით მეტია. თანხობრივად მატება $175 მილიონია.

ჯერჯერობით, უცნობია თუ რომელი კატეგორიის საქონლის ექსპორტი და იმპორტი გაიზარდა ოქტომბერში, აღნიშნულ ინფორმაციას საქსტატი 19 ნოემბერს გამოაქვეყნებს.

რაც შეეხება ჯამურ მაჩვენებელს, მიმდინარე წლის 10 თვეში საქართველოს მთლიანი ექსპორტი 3.4 მილიარდი დოლარი იყო, რაც 2020-თან შედარებით 23%-ით მეტია, იმპორტმა კი 7.96 მილიარდი შეადგინა, რაც წინა წელს არსებულ მაჩვენებელს 22%-ით აღემატება.

მსგავსი სიახლეები

ყაზახეთი ფოთი-ბათუმის პორტებს ბრაზილიასთან ვაჭრობისთვისაც ოპტიმალურ მიმართულებად მიიჩნევს
2 მაისი 2022

ყაზახეთი ფოთი-ბათუმის პორტებს ბრაზილიასთან ვაჭრობისთვისაც ოპტიმალურ მიმართულებად მიიჩნევს

ყაზახეთი ბათუმი-ფოთის პორტებზე გამავალ ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტს შორეულ ბრაზილიასთან ვაჭრობისთვისაც კი ყველაზე ოპტიმალურ ლოგისტიკურ გადაწყვეტად მიიჩნევს.
საავტომობილო გადაზიდვა ტვირთის ტრანსპორტირების ყველაზე ხელმისაწვდომი და მოსახერხებელი მეთოდი
16 მარტი 2022

საავტომობილო გადაზიდვა ტვირთის ტრანსპორტირების ყველაზე ხელმისაწვდომი და მოსახერხებელი მეთოდი

ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოს მიმართულებით საორიენტაციო სატრანზიტო დრო: 14-21 დღეა.