ალოგი ყაზახეთის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის გამოფენაზე
29 სექტემბერი 2015

მიმდინარე წლის 16-18 სექტემბერს ყაზახეთის ქალაქ ალმათიში გაიმართა მე-19 საერთაშორისო გამოფენა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით, სახელწოდებით Transit Kazakhstan 2015, სადაც მონაწილეობას იღებდა 100-ზე მეტი კომპანია სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის: ყაზახეთი, უზბეკეთი, ლატვია, ჩინეთი, საქართველო, გერმანია, ფინეთი და ა.შ..

გამოფენაზე ექსპედიტორებთან ერთად წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ქვეყნის პორტებისა და რკინიგზის დეპარტამენტები. კომპანია „ალოგი“-ს წარმომადგენლები შეხვდნენ ყველა მონაწილეს, რის შედეგადაც, ამჟამად მიმდინარეობს რამდენიმე პროექტზე მუშაობა, რაც გულისხმობს, როგორც საერთაშორისო გადაზიდვების უზრუნველყოფას, ასევე ჩვენი კომპანიის მომსახურების გაუმჯობესებას კონკრეტული მიმართულებებით.

ფოტოალბომი

ვიდეო

მსგავსი სიახლეები

ალოგი „ექსპო ჯორჯია“-ს საგამოფენო ცენტრში
21 ნოემბერი 2014

ალოგი „ექსპო ჯორჯია“-ს საგამოფენო ცენტრში

ჩვენ, როგორც კავკასიის ბაზარზე მიმდინარე სიახლეებით დაინტერესებული მხარე, ვესტუმრეთ სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შესაფუთი ტექნოლოგიების მე–14 საერთაშორისო გამოფენას, რომელიც გაიმართა 19-21 ნოემბერს „ექსპო ჯორჯია“-ს საგამოფენო ცენტრში.
ძალაში შევიდა აზერბაიჯანის ახალი კანონი საბაჟო პროცედურების შესახებ
5 ნოემბერი 2014

ძალაში შევიდა აზერბაიჯანის ახალი კანონი საბაჟო პროცედურების შესახებ

აღნიშნული რეგულაცია დამტკიცებულ იქნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ 2014 წლის 22 ივლისს (დადგენილება # 263) და გამოქვეყნდა ამავე წლის 1 აგვისტოს.