ეკონომიკის სამინისტრომ ქართული პორტების ტვირთბრუნვის სტატისტიკა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანამხად, როგორც ბათუმის, ასევე ფოთის პორტში გატარებული ტვირთების მოცულობა გაზრდილია. ასევე მომატებულია საქართველოს რკინიგზის მიერ გატარებული ტვირთების რაოდენობაც.
2022 წლის პირველ ნახევარში გატარებული ტვირთები:
ბათუმის პორტი - 2.5 მილიონი ტონა, მატება წინა წელთან 0.7 მილიონი ტონა;
ფოთის პორტი - 3.8 მილიონი ტონა, მატება წინა წელთან 0.3 მილიონი ტონა.
აღსანიშნავია, რომ გაზრდილია საკონტეინერო ტვირთბრუნვაც. იანვარ - ივნისში 221 ათას კონტეინერის მომსახურება მოხდა, რაც 17 ათას 149 ერთეულით მეტია გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით. აქედან 167 ათასი კონტეინერის მომსახურება მოხდა ფოთის, 54 ათასი კონტეინერის კი ბათუმის საზღვაო ნავსადგურში.
რაც შეეხება სახმელეთო გადაზიდვებს, საავტომობილო გზით 13.5 მლნ ტონა ტვირთის გადაზიდვა მოხდა, რკინიგზით კი, 6.8 მილიონის, რაც 800 ათასი ტონით მეტია 2021 წლის 6 თვის შედეგზე.
მთლიანობაში საქართველოს სატრანზიტო დერეფანში ტვირთბრუნვამ 20.4 მილიონი ტონა შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 1 მილიონი ტონით მეტია.
ბათუმის და ფოთის პორტის ტვირთბრუნვა გაიზარდა