სარკინიგზო გადაზიდვა

სარკინიგზო გადაზიდვა ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით
აირჩიეთ სარკინიგზო ტრანსპორტი ნებისმიერი სახის ტვირთის გადაზიდვისათვის, როგორც ყველაზე ეკონომიური და ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო საშუალება!
გთავაზობთ როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვებს ამიერკავკასიის და დსთ-ს ქვეყნების მიმართულებით (მათ შორის რუსეთი, უკრაინა, ბელორუსია), ევროპასა და ასევე ცენტრალურ აზიაში. ჩვენ ზედამხედველობას ვუწევთ დატვირთვისა და გადმოტვირთვის პროცედურებს როგორც ევროპის, ასევე სხვა რეგიონების ქვეყნებში.
ჩვენი მომსახურება მოიცავს:
- სარკინიგზო სატერმინალო და კარამდე მიწოდებას
- სრული და ნაწილობრივი საკონტეინერო, ასევე ნაყარი ტვირთის ტრანსპორტირებას ევროპის, შორეული აღმოსავლეთის, შუა აღმოსავლეთის, ჩინეთისა და დსთ-ს ქვეყნების მიმართულებით
- მძიმეწონიანი და არაგაბარიტული ტვირთების პროექტირებას
- კონტეინერების უსაფრთხოების უზრუნველყოფას ლუქითა და ჩამკეტებით
- ტვირთების ესკორტირებას დსთ-ს ქვეყნების მიმართულებით
- სარკინიგზო გადაზიდვის (ნაყარი, არაგაბარიტული ტვირთის) ორგანიზებას დახურული, ღია და ნახევრად დახურული ვაგონებით
- ტვირთზე წინასწარ და შემდგომ მონიტორინგს
- ტემპერატურული რეჟიმის მქონე სექციებს
- საბაჟო მომსახურებას
- შესაბამისი ნებართვების მოპოვებას სახელმწიფო სტრუქტურებისგან
- ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით ტვირთის ადგილმდებარეობის მონიტორინგის სისტემას
- სხვა დამატებით მომსახურებას
უპირატესობები
- ეკოლოგიურად სუფთა სხვა სატრანსპორტო საშუალებებთან შედარებით
- ტევადი სხვა სატრანსპორტო საშუალებებთან შედარებით
- სწრაფი საზღვაო ტრანსპორტთან შედარებით
- ეკონომიური საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტთან შედარებით
- უსაფრთხო
- სანდო
- მარშრუტზე საცობების ნაკლები ალბათობა
უარყოფითი მხარეები
- შეზღუდული მარშრუტები და განრიგები
- საჭიროებს დამატებით სატრანსპორტო საშუალებას კარიდან კარამდე ტვირთის მისაწოდებლად
- ხანგრძლივი სატრანზიტო დრო