საავტომობილო გადაზიდვა
ტემპერატურული რეჟიმის მქონე ავტომობილები
გთავაზობთ შიდა და საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებს ამიერკავკასიის და დსთ-ს ქვეყნების მიმართულებით (მათ შორის რუსეთი, უკრაინა, ბელორუსია), ასევე ევროპის ნებისმიერ წერტილში და ცენტრალურ აზიაში. საჭიროების შემთხვევაში, ტვირთის სპეციფიკიდან გამომდინარე, ჩვენი მომსახურე პერსონალი მეთვალყურეობას გაუწევს თქვენი ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვის პროცედურებს.
ჩვენი მომსახურება მოიცავს:
- ტვირთის მიწოდებას კარიდან კარამდე
- ტვირთების შეგროვებას სხვადასხვა დატვირთვის ადგილიდან
- ნაყარი თუ სხვა სახის ტვირთების ტრანსპორტირებას სატვირთო ავტომობილების სრული და ნაწილობრივი დატვირთვით (FTL, FCL)
- მძიმეწონიანი და არაგაბარიტული ტვირთების ტრანსპორტირებას
- სახიფათო და მალფუჭებადი ტვირთების გადაზიდვას ტემპერატურული რეჟიმის მქონე ავტომობილებით
- საყოფაცხოვრებო და პირადი ნივთების ტრანსპორტირებას
- შიდა გადაზიდვებსა და დისტრიბუციას დსთ-ს ქვეყნების მიმართულებით
- საბაჟო და ტვირთის გაცილების მომსახურებას
- ტვირთის ადგილმდებარეობის მონიტორინგს ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით
- სხვა დამატებით მომსახურებას
უპირატესობები
- იაფი ტრანსპორტირების საშუალება საჰაერო ტრანსპორტთან შედარებით
- სწრაფი სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტთან შედარებით
- მოხერხებული მოკლე მანძილზე, შიდა თუ ცენტრალური ევროპის მიმართულებით ტვირთის გადასაზიდად
- მოხერხებული მალფუჭებადი საქონლის ტრანსპორტირებისათვის (მაგ.: ხილი, ბოსტნეული და ა.შ.)
- ტვირთის ადგილმდებარეობის მარტივი მონიტორინგის შესაძლებლობა
- მძღოლთან მარტივი კომუნიკაციის შესაძლებლობა
უარყოფითი მხარეები
- გარემოს დაბინძურება
- დიდწილად დამოკიდებულია გზებზე არსებულ მდგომარეობაზე
- მაღალი ალბათობა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომობილისა და ტვირთის დაზიანების
- სატრანზიტო დროის ნაწილობრივი დამოკიდებულება ამინდზე