საქართველოდან 60 ქვეყანაში 72,5 მლნ ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული
 საქართველოდან 60 ქვეყანაში 72,5 მლნ ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული
19 ოქტომბერი 2021

2021 წლის 9 თვის განმავლობაში, საქართველოდან მსოფლიოს 60 ქვეყანაში 72,5 მლნ ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან ექსპორტირებული ღვინით მიღებული შემოსავალი 168 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე 11%-ით მეტია. 12%-ით გაზრდილია ექსპორტირებული ღვინის რაოდენობაც.

ქართული ღვინის საექსპორტო ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი, უკრაინა, პოლონეთი, ჩინეთი და ყაზახეთი.

მიმდინარე წელს, ზრდა აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: კანადა - 88% (261538), შვედეთი - 59% (96400), ჩეხეთი - 202% (112356), საფრანგეთი - 7% (56800), ყაზახეთი - 32% (2805598), ისრაელი - 28% (304827), აზერბაიჯანი - 21% (162527), თურქეთი - 209% (93330), უკრაინა - 8% (8609575), რუსეთი - 7% (43350901), მონღოლეთი - 146% (362370), ბელარუსი - 12% (2642509) და ა.შ.

ამასთან, ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე ექსპორტის ზრდის დინამიკა შენარჩუნებულია: პოლონეთი - 24% (4156777), ჩინეთი - 16% (3961484), ლატვია - 2% (1218075), ლიეტუვა - 36% (744600), აშშ - 18% (807413), გერმანია - 21% (604136) და დიდი ბრიტანეთი - 178% (513724).

საქართველოდან სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 397-მა კომპანიამ განახორციელა.

აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, საანგარიშო პერიოდში, ექსპორტირებულია 25,5 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 17%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 47,5 მლნ აშშ დოლარს მიაღწია (ზრდა 7%).

ექსპორტირებულია 660 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 97% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 1,7 მლნ აშშ დოლარს აღწევს; ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 84% შეადგინა.

ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 270 მლნ აშშ დოლარი შემოსავალი, რაც 15%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

მსგავსი სიახლეები

დღეს ავტოლოგისტიკა აღნიშნავს 6 წლისთავს
11 ივნისი 2014

დღეს ავტოლოგისტიკა აღნიშნავს 6 წლისთავს

ჯერ კიდევ ახალგაზრდა, მაგრამ ამბიციური კომპანია შპს ავტოლოგისტიკა 6 წლისაა. მისი დაარსების დღიდან დღემდე კომპანია წარმატებით მოღვაწეობს საერთაშორისო ბაზარზე.
ალოგი საქართველო-ესტონეთის ბიზნეს ფორუმზე
14 იანვარი 2015

ალოგი საქართველო-ესტონეთის ბიზნეს ფორუმზე

საქართველოში ესტონეთის პრემიერ–მინისტრის, ტაავი რიივასის ვიზიტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 13 იანვარს სასტუმრო Radisson Blu Iveria–ში საქართველო–ესტონეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართა.
როგორ შეიცვალა საზღვაო და სახმელეთო გადაზიდვების მაჩვენებელი საქართველოს საგარეო ვაჭრობაში
26 აპრილი 2022

როგორ შეიცვალა საზღვაო და სახმელეთო გადაზიდვების მაჩვენებელი საქართველოს საგარეო ვაჭრობაში

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში გაიზარდა ექსპორტისა და იმპორტის მაჩვენებელი.