საქართველო-კანადის ბიზნეს ფორუმი
21 მარტი 2015

ჩვენი კომპანია ტრადიციას არ ღალატობს და ამჟამადაც ესწრება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელშეწყობით საქართველო-კანადის ბიზნეს ფორუმს, რომელიც 2015 წლის 18-20 მარტს გაიმართა სასტუმროში Tbilisi Marriot Hotel.

საქართველოს საქმიანი ვიზიტით ეწვია კანადის ბიზნეს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში იყვნენ ღორის ხორცის მწარმოებელი და ექსპორტიორი კომპანიები (Canadian Pork Industry (CPI), Ronald A. Chisholm Limited, Export Packers Co. Ltd., Kristom Canada, Commtrade International Food Trading INC., Seapass Trading Inc., FLSmidth Knelson Company).

ფორუმის ფარლებში გაიმართა 36 ორმხრივი შეხვედრა აღნიშნულ კომპანიებთან. გამომდინარე იქიდან, რომ კანადის საექსპორტო წილი მსოფლიოს ბაზარზე საკმაოდ მაღალია და მათ სურვილს წამოადგენს ქართულ ბაზარზეც შეღწევა, საინტერესოდ და აუცილებლად მივიჩნიეთ მათთან პირისპირ შეხვედრა, რაც ვიმედოვნებთ, რომ ორივე მხარისთვის ნაყოფიერი აღმოჩნდება.

მსგავსი სიახლეები

ალოგი „ექსპო ჯორჯია“-ს საგამოფენო ცენტრში
21 ნოემბერი 2014

ალოგი „ექსპო ჯორჯია“-ს საგამოფენო ცენტრში

ჩვენ, როგორც კავკასიის ბაზარზე მიმდინარე სიახლეებით დაინტერესებული მხარე, ვესტუმრეთ სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შესაფუთი ტექნოლოგიების მე–14 საერთაშორისო გამოფენას, რომელიც გაიმართა 19-21 ნოემბერს „ექსპო ჯორჯია“-ს საგამოფენო ცენტრში.
უკრაინული წამყვანი სავაჭრო ქსელები და მწარმოებლები თბილისში
4 ნოემბერი 2014

უკრაინული წამყვანი სავაჭრო ქსელები და მწარმოებლები თბილისში

შპს „ავტოლოგისტიკა“-ს 30-31 ოქტომბერს შესაძლებლობა მიეცა მონაწილეობა მიეღო ბიზნეს გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ და უკრაინული კომპანია “ADVISER“-ის ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში სახელწოდებით “QUALITY & SALE 2014“.
ალოგი ყაზახეთის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის გამოფენაზე
29 სექტემბერი 2015

ალოგი ყაზახეთის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის გამოფენაზე

მიმდინარე წლის 16-18 სექტემბერს ყაზახეთის ქალაქ ალმათიში გაიმართა მე-19 საერთაშორისო გამოფენა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით, სახელწოდებით Transit Kazakhstan 2015.