ომის გავლენა ლოგისტიკაზე
11 აპრილი 2022

21-ე საუკენეში არაერთი გამოწვევის წინაშე დამდგარა მსოფლიო.
რუსეთსა და უკრაინას შორის არსებულმა ომმა დიდი გავლენა იქონია შავი ზღვის რეგიონზე და ლოგისტიკური მიწოდების ჯაჭვის შეფერხების საშიშროება წარმოქმნა.
გაჩერებულია უკრაინის ეკონომიკა და მისი წამყვანი პორტები.
რუსეთისთვის დაწესებულმა ევროკავშირის სანქციებმა სავაჭრო შეზღუდვების კუთხით, გავლენა მეტწილად საზღვაო და სახმელეთო გადაზიდვებზე იქონია.

საზღვაო გადაზიდვა
უკრაინაში არსებული კონტეინერები ვერ ტოვებენ ტერიტორიას, რაც ხელს უშლის ბაზარზე ცარიელი კონტეინერების მიწოდებას.
ასევე აღსანიშნავია, რომ უკრაინისკენ მიმავალი საიმპორტო კონტეინერები ომის შემდგომ გადანაწილდნენ მეზობელ პორტებში: კონსტანცა (რუმინეთი), პირეუსი (საბერძნეთი), თექირდაგი (თურქეთი), ბათუმი და ფოთი (საქართველო).

სახმელეთო გადაზიდვა
2020 წელს ევროკავშირის საგზაო იმპორტის (10.7%) და ექპორტის (7.8%) მოცულობის დიდი ნაწილი რუსეთზე მოდიოდა.
წელს კი მსხვილმა საგზაო გადამზიდავებმა რუსეთის ტერიტორიაზე შეაჩერეს ოპერაციები და სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვის ალტერნატიული მარშრუტები შეიმუშავეს, თურქეთისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს გავლით.

ომი, როგორც რეგიონალურ, ისე გლობალურ დონეზე ქმნის გამოწვევებს და ალტერნატიული გზების ძიებაში ჩნდება ახალი შესაძლებლობები.

მსგავსი სიახლეები

საზღვაო გადაზიდვა  (GE)
13 თებერვალი 2023

საზღვაო გადაზიდვა (GE)

ალოგ ჯორჯია გთავაზობთ თქვენი ტვირთის საზღვაო ტრანსპორტირებას კონტეინერის სრული და ნაწილობრივი დატვირთვით. ჩვენი გუნდი უხელმძღვანელებს თქვენი ტვირთის გადაზიდვის პროცესს კარიდან კარამდე, რათა უზრუნვლვყოთ ტვირთის მიწოდება უსაფრთხოდ და უმოკლეს პერიოდში დანიშნულების ადგილას.