ლონდონის საფონდო ბირჟაზე არსებული ყველა ქართული კომპანიის აქციების ფასი გაიზარდა
ლონდონის საფონდო ბირჟაზე არსებული ყველა ქართული კომპანიის აქციების ფასი გაიზარდა
28 აპრილი 2020

ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილი ყველა ქართული კომპანიის აქციების ფასი გაიზარდა.

კონკრეტულად კი, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG), აქციების ღირებულების ზრდამ 0.71% შეადგინა, ამჟამად კომპანიის ერთი აქცია 85 პენსი ღირს.

BGEO-ს აქციების ღირებულება 0.54%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ფასი 9.30 გირნავქა სტერლინგს შეადგენს.

"საქართველოს კაპიტალის” (CGEO), აქციების ღირებულების ზრდამ კი 1.67% შეადგინა, შედეგად ერთი აქციის ფასი 4.25 გირვანქა სტერლინგი გახდა.

TBC-ის აქციების ღირებულების ცვლილება კი +1.56%-ს შეადგენს, შედეგად, ბანკის ერთი აქცია 7.81 გირვანქა სტერლინგი ღირს.

რაც შეეხება თავად ლონდონის საფონდო ბირჟის მთავარ ინდექსს FTSE 100-ს ის დღეს 1.64%-ით გაიზარდა, FTSE 250-ის ინდექსი კი, რომლის შემადგენლობაშიც ქართული კომპანიებიც შედიან დღეს 1.69%-ით არის გაზრდილი.

მსგავსი სიახლეები

ა-ლოგი საქართველო-სლოვაკეთის ბიზნეს ფორუმზე
31 მაისი 2016

ა-ლოგი საქართველო-სლოვაკეთის ბიზნეს ფორუმზე

საქართველო-სლოვაკეთის ბიზნეს ფორუმის ფარგლებში კომპანია ა-ლოგის წარმომადგენლებმა გამართეს შეხვედრები სლოვაკეთის ბიზნეს წარმომადგენლებთან.
მსოფლიოში პირველი ეკომეგობრული საკონტეინერო გემი (GE)
8 მაისი 2023

მსოფლიოში პირველი ეკომეგობრული საკონტეინერო გემი (GE)

კომპანია ჰიუნდაიმ შექმნა მსოფლიოში პირველი ეკომეგობრული საკონტეინერო გემი, რომელიც მიზნად ისახავს გადაზიდვების ინდუსტრიაში ნახშირბადის გამონაბოლქვის შემცირებას.
საქართველო-ლატვიის ბიზნეს ფორუმი 2014
27 ნოემბერი 2014

საქართველო-ლატვიის ბიზნეს ფორუმი 2014

2014 წლის 26 ნოემბერს თბილისის საგამოფენო ცენტრ “Expo Georgia”-ში, ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტის ანდრის ბერზინშის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველო-ლატვიის ბიზნეს ფორუმი გაიმართა.