ყაზახეთი ფოთი-ბათუმის პორტებს ბრაზილიასთან ვაჭრობისთვისაც ოპტიმალურ მიმართულებად მიიჩნევს
ყაზახეთი ფოთი-ბათუმის პორტებს ბრაზილიასთან ვაჭრობისთვისაც ოპტიმალურ მიმართულებად მიიჩნევს
2 მაისი 2022

ყაზახეთი ბათუმი-ფოთის პორტებზე გამავალ ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტს შორეულ ბრაზილიასთან ვაჭრობისთვისაც კი ყველაზე ოპტიმალურ ლოგისტიკურ გადაწყვეტად მიიჩნევს. ამის შესახებ ყაზახეთის სააქციო საზოგადოება QazTrade-ის გენერალურმა დირექტორმა, აზამატ ასკარულიმ სან პაულოში, ყაზახეთ-ბრაზილიის სავაჭრო და საინვესტიციო ფორუმზე განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო Trend ყაზახეთის ვაჭრობისა და ინტეგრაციის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ არსებულ გეოპილიტიკურ ვითარებაში სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებთან, ევროკავშირსა და აფრიკასთან ორმხრივი ვაჭრობისთვის, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარება პრიორიტეტულია. ყაზახეთსა და ბრაზილიას შორის დიდი მანძილის მიუხედავად, დღეს საქონლის მიწოდებისთვის როგორც მულტიმოდალური, ასევე, საჰაერო ტრანსპორტით, ბევრი ლოგისტიკური მარშრუტი არსებობს, თუმცა ტრანსკასპიური მარშრუტით გადაზიდვას ყველაზე ნაკლები დრო სჭირდება.

სანტოსის პორტიდან ალმაათამდე საქონლის ტრანსპორტირებას ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნითა და შავი ზღვის, ფოთისა და ბათუმის პორტების გამოყენებით, საშუალოდ, 55 დღე სჭირდება, მაშინ, როცა ანალოგიური დროა საჭირო უფრო შორი, ბალტიის ქვეყნების პორტებიდან, ხოლო ჩინეთის პორტებიდან ტვირთის მიწოდებას 65-70 დღე დასჭირდება.

მსგავსი სიახლეები

2022 წელს საქართველოს ექსპორტმა რეკორდულ $5.6 მილიარდს მიაღწია
16 იანვარი 2023

2022 წელს საქართველოს ექსპორტმა რეკორდულ $5.6 მილიარდს მიაღწია

საქსტატის მონაცემებით, რეკორდული ზომის იყო ექსპორტი დეკემბერშიც და ის 555.8 მილიონ დოლარს შეადგენდა. ეს წინა წელთან შედარებით 32%-ით, ანუ მეტია. 
უკრაინული წამყვანი სავაჭრო ქსელები და მწარმოებლები თბილისში
4 ნოემბერი 2014

უკრაინული წამყვანი სავაჭრო ქსელები და მწარმოებლები თბილისში

შპს „ავტოლოგისტიკა“-ს 30-31 ოქტომბერს შესაძლებლობა მიეცა მონაწილეობა მიეღო ბიზნეს გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ და უკრაინული კომპანია “ADVISER“-ის ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში სახელწოდებით “QUALITY & SALE 2014“.
საერთაშორისო გადაზიდვების ხელშეწყობისთვის საბაჟო კანონმდებლობაში ცვლილებები შევიდა
28 ივლისი 2022

საერთაშორისო გადაზიდვების ხელშეწყობისთვის საბაჟო კანონმდებლობაში ცვლილებები შევიდა

საერთაშორისო გადაზიდვების ხელშეწყობის მიზნით საბაჟო კანონმდებლობაში რიგი ცვლილებები შევიდა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.