ძალაში შევიდა აზერბაიჯანის ახალი კანონი საბაჟო პროცედურების შესახებ
ძალაში შევიდა აზერბაიჯანის ახალი კანონი საბაჟო პროცედურების შესახებ
5 ნოემბერი 2014

ძალაში შევიდა აზერბაიჯანის ახალი კანონი საბაჟო პროცედურების შესახებ

ახალი რეგულაცია ტვირთების, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებების, აზერბაიჯანის სასაზღვო პუნქტზე განბაჟების შესახებ ძალაში 2014 წლის 1 ნოემბრიდან შევიდა.

აღნიშნული რეგულაცია დამტკიცებულ იქნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ 2014 წლის 22 ივლისს (დადგენილება # 263) და გამოქვეყნდა ამავე წლის 1 აგვისტოს. რეგულაცია მოიცავს შემდეგ დებულებებს:

  • საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებული საჭირო საბუთების, ინფორმაციისა და მათი წარდგენის წესებს
  • ტვირთის დეკლარაციის ფორმებს
  • დამატებითი, დროებითი ან არასრული დეკლარაციების წარდგენის წესებს
  • შემთხვევებს, როდესაც საბაჟო დეკლარაციები ან რე-ექსპორტის შეტყობინებები არ არის საჭირო
  • საბაჟო დეკლარაციების ცვლილების, გაუქმების ან შეწყვეტის წესებს

აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შემავალი ტვირთის საბაჟო დეკლარაცია წარდგენილი უნდა იქნას საბაჟო ორგანოში ტვირთის შესვლიდან არაუგვიანეს 15 დღის განმავლობაში.

წყარო: აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტი

მსგავსი სიახლეები

3 თვეში საგარეო ვაჭრობა 38%-ით, $3.8 მილიარდამდე გაიზარდა - საქსტატი
14 აპრილი 2022

3 თვეში საგარეო ვაჭრობა 38%-ით, $3.8 მილიარდამდე გაიზარდა - საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის  მიერ დღეს გამოქვეყნებული საქონლით საგარეო ვაჭრობის იანვარ-მარტის ექსპრეს მონაცემებით, საქართველოში სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3.866 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 38.0%-ით მეტია.აქედან, ექსპორტი 43.3%-ით გაიზარდა და 1.171 მლრდ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი - 35.8%-ით, 2.695 მლრდ დოლარამდე.უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2022 წლის იანვარ-მარტში 1.523 მლრდ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.4% შეადგინა.სასაქონლო ჯგუფების და ქვეყნების მიხედვით საგარეო ვაჭრობის მარტის სტატისტიკას საქსტატი ერთ კვირაში გამოაქვეყნებს.
ა-ლოგი საქართველო-სლოვაკეთის ბიზნეს ფორუმზე
31 მაისი 2016

ა-ლოგი საქართველო-სლოვაკეთის ბიზნეს ფორუმზე

საქართველო-სლოვაკეთის ბიზნეს ფორუმის ფარგლებში კომპანია ა-ლოგის წარმომადგენლებმა გამართეს შეხვედრები სლოვაკეთის ბიზნეს წარმომადგენლებთან.