2021 წელს საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ $14.3 მლრდ შეადგინა, ზრდა 25.6%-ია
2021 წელს საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ $14.3 მლრდ შეადგინა, ზრდა 25.6%-ია
14 იანვარი 2022

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული საგარეო სავაჭრო ბრუნვის ექსპრესმონაცემების მიხედვით, გასულ 2021 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.319 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 25.6%-ით მეტია.

აქედან, ექსპორტი 4.242 მლრდ დოლარი იყო, რაც გასული წლის მონაცემებს 26.9%-ით აღემეტება, ხოლო იმპორტი 10.077 მლრდ დოლარია, რაც 2020 წლის იმპორტს 25.1%-ით აღემატება.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა კი 2021 წელს 5.834 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.7%-ია.

მსგავსი სიახლეები

საექსპორტო ქვეყნების რეიტინგი: EU-ში ექსპორტი 3%-ით გაიზარდა, დსთ-ში - 34%-ით
21 იანვარი 2022

საექსპორტო ქვეყნების რეიტინგი: EU-ში ექსპორტი 3%-ით გაიზარდა, დსთ-ში - 34%-ით

გამოქვეყნდა 2021 წლის საგარეო ვაჭრობის ანგარიში. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ გასულ წელს საქართველოს ექსპორტი 900 მილიონი დოლარით (27%), 4.2 მილიარდამდე გაიზარდა, თუმცა მატება მნიშვნელოვანწილად განპირობებული იყო არა ევროკავშირის ბაზარზე საქონლის ექსპორტის ზრდით, არამედ დსთ-ის ბაზარზე ექსპორტის მატებით.
ალოგი ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე ProWein 2015
20 მარტი 2015

ალოგი ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე ProWein 2015

გერმანიის ქალაქ დუსელდორფში 15-17 მარტს გაიმართა მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ღვინის საერთაშორისო გამოფენა-ვაჭრობა სახელწოდებით ProWein 2015.  გამოფენაში მონაწილეობა მიიღო 5970-ზე მეტმა კომპანიამ, რომელსაც 52 000-მდე სპეციალისტი სტუმრობდა.