ალოგი ჩინეთში აბრეშუმის გზის სამიტზე
27 სექტემბერი 2016

საქართველოს დელეგაცია სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით 5-8 სექტემბერს ჩინეთში, შანსის პროვინციის ქალაქ სიანში გამართულ ყოველწლიურ ღონისძიებას - ,,აბრეშუმის გზის ბიზნესსამიტი 2016 და აბრეშუმის გზის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია“ დაესწრო.

აბრეშუმის გზის ბიზნესსამიტში 40 ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატის, ბიზნესსექტორისა და კერძო კომპანიების წარმომადგენელები მონაწილეობდნენ. ღონისძიებას სხვადასხვა ქვეყნის სამთავრობო დელეგაცია და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომპანია ალოგი გახლდათ ერთ-ერთი ქართული ლოგისტიკური კომპანია, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ბიზნესსამიტში და განიხილა შესაძლო პარტნიორობის საკითხები როგორც ჩინურ მხარესთან, ასევე ქართველ მეღვინეებთან.

ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული ბიზნესსამიტი კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ქართული ეკონომიკისა და ბიზნესისთვის.

ფოტოალბომის სანახავად დააჭირეთ აქ

მსგავსი სიახლეები

საქართველოს რკინიგზამ 6 თვეში 6.8 მლნ ტონა ტვირთი გადაზიდა - ზრდა 13.3%-ია
11 აგვისტო 2022

საქართველოს რკინიგზამ 6 თვეში 6.8 მლნ ტონა ტვირთი გადაზიდა - ზრდა 13.3%-ია

საქართველოს რკინიგზას ბოლო 7 წლის განმავლობაში სატვირთო გადაზიდვებში ყველაზე მაღალი მაჩვენებლები აქვს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.კომპანიის მიერ გამოქვეყნებული 2022 წლის პირველი ექვსი თვის შედეგების მიხედვით, რკინიგზამ ჯამურად 6.8 მლნ ტონა ტვირთი გადაზიდა, რაც წინა წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 13.3%-ით აღემატება. რაც შეეხება შემოსავლებს, გადაზიდვებიდან მიღებულმა შემოსავალმა 191 მლნ ლარს გადააჭარბა. რკინიგზაში აცხადებენ, რომ ეს ბოლო 7 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, გადაზიდვების მაჩვენებლები ჩინეთის, ყაზახეთის, შუა დერეფნის და ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულებით გაიზარდა. ტვირთების მიხედვით გადაზიდვები კი შემდეგი სახეობის ტვირთებზე მაზუთზე, ნედლ ნავთობზე, მეთანოლზე, კარბამიდზე და შაქრის ნედლეულზე გაიზარდა.
ბათუმის და ფოთის პორტის ტვირთბრუნვა გაიზარდა
1 სექტემბერი 2022

ბათუმის და ფოთის პორტის ტვირთბრუნვა გაიზარდა

ეკონომიკის სამინისტრომ ქართული პორტების ტვირთბრუნვის სტატისტიკა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანამხად, როგორც ბათუმის, ასევე ფოთის პორტში გატარებული ტვირთების მოცულობა გაზრდილია. ასევე მომატებულია საქართველოს რკინიგზის მიერ გატარებული ტვირთების რაოდენობაც.