კონტეინერების კრიზისი: გადაზიდვის ფასები გლობალურად გასამმაგებულია
კონტეინერების კრიზისი: გადაზიდვის ფასები გლობალურად გასამმაგებულია
1 ნოემბერი 2021

საერთაშორისო ტრანზიტის ფასების მკვეთრი ზრდის მიზეზი გლობალური ლოგისტიკური კრიზისია, რომლის შედეგადაც აზიიდან ევროპასა და აშშ-ში სატრანსპორტო გადაზიდვების ფასი გასამმაგებულია.

გადაზიდვების საერთაშორისო ფასებს მუდმივ რეჟიმში აკვირდება ბრიტანული საკონსულტაციო ორგანიზაცია Drewry-ი, რომლის მიხედვითაც, სტანდარტული კონტეინერის ინდექსი ამჟამად 9,669 დოლარს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით 276%-ით მეტია.

ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებების მიხედვით, კონტეინერების ტრანსპორტირების ფასები ასე ნაწილდება:

● შანხაი - როტერდამი - $10,062 დოლარი, მატება წინა წელთან 543%;
● როტერდამი - შანხაი - $1,591 დოლარი, მატება წინა წელთან 45%;
● შანხაი - ლოს ანჯელესი - $10,976 დოლარი, მატება წინა წელთან 172%;
● ლოს ანჯელესი - შანხაი - $1,302 დოლარი, მატება წინა წელთან 151%;


როგორც ცნობილია, ფასების მკვეთრი ზრდა ქართულ პორტებამდე კონტეინერების გადაზიდვებსაც შეეხო.

Maersk-ის დირექტორის სორენ სკოუს განმარტებით, კრიზისულ ვითარებას მკვეთრად გაზრდილი მოთხოვნა იწვევს. “საკონტეინერო გადაზიდვებზე ისტორიულად მაღალი ფასების მიზეზია მკვეთრად გაზრდილი მოთხოვნა, რომელსაც ამჟამად არსებული გადაზიდვების მასშტაბი ვერ პასუხობს".

2021 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს პორტებმა 271,000 კონტეინერი მიიღეს, რაც წინა წელთან შედარებით 20%-ით ნაკლებია. გაძვირებული ლოგისტიკა ქვეყანაში საქონელზე ფასების ზრდის ერთ-ერთი მიზეზია.

მსგავსი სიახლეები

აშშ-ში ექსპორტი 143.2%-ით გაიზარდა: რას ყიდის საქართველო ამერიკაში?
7 თებერვალი 2022

აშშ-ში ექსპორტი 143.2%-ით გაიზარდა: რას ყიდის საქართველო ამერიკაში?

საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ათეულში ამერიკის შეერთებულ შტატებს მე-5 პოზიცია უკავია. საქსტატის ანგარიშის თანახმად, 2021 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 820 მლნ დოლარი იყო, რაც წინა წლის მაჩვენებელს 5.7%-ით აღემატება.
მსოფლიოში პირველი ეკომეგობრული საკონტეინერო გემი (GE)
8 მაისი 2023

მსოფლიოში პირველი ეკომეგობრული საკონტეინერო გემი (GE)

კომპანია ჰიუნდაიმ შექმნა მსოფლიოში პირველი ეკომეგობრული საკონტეინერო გემი, რომელიც მიზნად ისახავს გადაზიდვების ინდუსტრიაში ნახშირბადის გამონაბოლქვის შემცირებას.
ტრანსპორტისა და ლოგისტიკის გამოფენა მიუნხენში
20 მაისი 2015

ტრანსპორტისა და ლოგისტიკის გამოფენა მიუნხენში

მიმდინარე წლის 5-8 მაისს გერმანიის ქ. მიუნხენში ჩატარდა მე-15 საერთაშორისო გამოფენა სახელწოდებით „ტრანსპორტი და ლოგისტიკა“ (Transport and Logistic).