ავტოლოგისტიკის მორიგი ვიზიტი ცენტრალურ აზიაში
17 ნოემბერი 2014

ავტოლოგისტიკის მორიგი ვიზიტი ცენტრალურ აზიაში

უზბეკეთის საერთაშორისო გამოფენა „ტრანსპორტი და ლოგისტიკა“ სახელწოდებით “Trans Uzbekistan 2014”

უზბეკეთსა და მთელს ცენტრალურ აზიაში ბაზრის გაფართოების მიზნით შპს ავტოლოგისტიკა 3-დღიანი ვიზიტით ეწვია უზბეკეთის რესპუბლიკას, სადაც 12-14 ნოემბერს ქ. ტაშკენტში, უზბეკეთის ეროვნულ საგამოფენო ცენტრში გაიმართა მე-11 საერთაშორისო გამოფენა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით.

“Trans Uzbekistan 2014” გამოფენაში მონაწილეობდა დსთ-ს, ავროპისა და აზიის ქვეყნები, რომლებმაც წარმოგვიდგინეს სიახლეები ტრანსპორტის სფეროში, მათ შორის, ლოგისტიკური ტექნოლოგიები და სერვისები, ასევე უზბეკეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის ახალი შესაძლებლობები. შევხვდით გადამზიდავ კომპანიებს როგორც უზბეკეთიდან, ასევე ლიტვიდან, კაზახეთიდან, ირანიდან, საქართველოდან და ა.შ.

ფოტოალბომის სანახავად დააჭირეთ აქ

მსგავსი სიახლეები

ქართულ პორტებში საკონტეინერო გადაზიდვები გაიზარდა
21 ივნისი 2022

ქართულ პორტებში საკონტეინერო გადაზიდვები გაიზარდა

ქართული პორტების ტვირთბრუნვა გაიზარდა - ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. დოკუმენტის თანახმად, 2022 წლის იანვარ-აპრილში პორტებმა ჯამში 4 მილიონი ტონა ტვირთები დაამუშავეს, რაც წინა წელთან შედარებით 0.5 მილიონი ტონით მეტია. გაზრდილია ასევე გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობაც. თუკი გასული წლის იანვარ-აპრილში ფოთის და ბათუმის საკონტეინერო ტერმინალებმა 128,000 ერთეული კონტეინერი გაატარეს, წელს ეს რიცხვი 137,000-მდე არის გაზრდილი.უფრო დეტალურად - ფოთის პორტი 2.4 მილიონ ტონა ტვითს მოემსახურა (მატება 0.2 მლნ ტონა), ბათუმის პორტი კი 1.6 მილიონ ტონას (მატება 0.3 მლნ ტონა). მომატებულია რკინიგზის ტვირთბრუნვაც, რამაც ამ პერიოდში 4.1 მილიონი ტონა შეადგინა, ეს წინა წელთან მიმართებით 0.1 მილიონი ტონით მეტია. რკინიგზასთან შედარებით ორჯერ მეტია სახმელეთო გზით გატარებული ტვირთები, რამაც წელს 8.7 მილიონი ტონა შეადგინა. მატება აქაც 0.1 მილიონი ტონაა.