საერთაშორისო გადაზიდვების ხელშეწყობისთვის საბაჟო კანონმდებლობაში ცვლილებები შევიდა
საერთაშორისო გადაზიდვების ხელშეწყობისთვის საბაჟო კანონმდებლობაში ცვლილებები შევიდა
28 ივლისი 2022

საერთაშორისო გადაზიდვების ხელშეწყობის მიზნით საბაჟო კანონმდებლობაში რიგი ცვლილებები შევიდა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ფინანსთა მინისტრის №257 ბრძანებაში განხორციელებული ცვლილების თანახმად, საქართველოდან საზღვაო გზით გასატანი, შესაბამისი წესით დეკლარირებული საქონლის საბაჟო საწყობიდან ნავსადგურში გადაზიდვის ვადა 12 საათიდან 24 საათამდე გაიზარდა, გადასაზიდი ტვირთის აღრიცხვა ხორციელდება გამარტივებული წესით და არ საჭიროებს დალუქვას საბაჟო საწყობიდან ნავსადგურში ტრანსპორტირების პროცესში.

ფოთის/ბათუმის საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებულ საბაჟო საწყობში არსებული, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტისთვის განკუთვნილი ნაყარი საქონლის (მათ შორის, ე.წ. „ბიგ-ბეგებში“ განთავსებული, წონით არანაკლებ 300 კგ-ისა), ფოლადის/პლასტიკის არმატურის ან ლითონის წნულების შეკვრის (სიგრძით არანაკლებ 12 მ-ისა და წონით არანაკლებ 500 კგ-ისა), ლითონის რულონების (წონით არანაკლებ 500 კგ-ისა) ან ავზების (არანაკლებ 500 ლიტრი ტევადობისა), ლითონის ან პლასტმასის მილების, ალუმინის სხმულების (წონით არანაკლებ 500 კგ-ისა) და ლითონის ბრტყელი ნაგლინის (შეკვრით ან შეკვრის გარეშე, წონით არანაკლებ 500 კგ-ისა) საქართველოდან საზღვაო გზით გასატანად საბაჟო დეკლარაციის წარდგენა შესაძლებელი ხდება სატრანსპორტო საშუალებაში მათ ჩატვირთვამდეც, თუ დეკლარანტი უზრუნველყოფს საქონლის რაოდენობის განსაზღვრის თაობაზე სურვეირული კომპანიის აქტის წარდგენას.

უწყებაში განმარტავენ, რომ საკანონმდებლო ცვლილებები ბიზნესსექტორთან უშუალო ჩართულობითა და მათთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად განხორციელდა, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს გემების მოცდენის, ასევე ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვასთან დაკავშირებული სატვირთო და ლოგისტიკური ოპერაციებისათვის საჭირო დროს. ამასთან, გაიზრდება ქვეყნის, როგორც სატრანზიტო დერეფნის პოტენციალი და შესაძლებელი იქნება იმ გამოწვევებთან გამკლავება, რაც განპირობებულია გაზრდილი ტვირთბრუნვით.

მსგავსი სიახლეები

კომპანიის ვიზიტი ბაქოში გამოფენაზე
10 ივლისი 2014

კომპანიის ვიზიტი ბაქოში გამოფენაზე

12-14 ივნისს შპს „ავტოლოგისტიკა“-მ მონაწილეობა მიიღო მე-13 საერთაშორისო სატრანსპორტო და ლოგისტიკის გამოფენაში სახელწოდებით „ტრანსკასპიან 2014“ (TransCaspian 2014), რომელიც გაიმართა აზერბაიჯანში, ქ. ბაქოს საგამოფენო ცენტრში. 
ალოგი ბელარუსიის ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა
23 აპრილი 2015

ალოგი ბელარუსიის ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა

2015 წლის 22 აპრილს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართა საქართველო-ბელარუსიის ბიზნეს-ფორუმი, რომელიც მიზნად ისახავდა ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკურ ურთიერთობების გაღრმავებას.
საავტომობილო გადაზიდვა ტვირთის ტრანსპორტირების ყველაზე ხელმისაწვდომი და მოსახერხებელი მეთოდი
16 მარტი 2022

საავტომობილო გადაზიდვა ტვირთის ტრანსპორტირების ყველაზე ხელმისაწვდომი და მოსახერხებელი მეთოდი

ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოს მიმართულებით საორიენტაციო სატრანზიტო დრო: 14-21 დღეა.