ყოველი გამოწვევა - გზა წარმატებისკენ!
5 მაისი 2015

ყოველი გამოწვევა - გზა წარმატებისკენ! სწორედ ამ ლოზუნგით შეუერთდა კომპანია ალოგი მსოფლიო მარათონს სირბილში, რომელიც კახეთში, ლოპოტას ტბის მიმდებარედ გაიმართა. არაჩვეულებრივი გარემო, სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები, ოჯახური ატმოსფერო და დაუვიწყარი დღე, რომელიც ჩვენ, ყველამ, ზურგის ტვინის დაავადებულებს მივუძღვენით.

საქართველოში ასობით კომპანიამ და ათასობით ინდივიდუალურად დარეგისტრირებულმა მიიღო მონაწილეობა საქველმოქმედო აქციაში, რომელმაც სტარტი 3 მაისს 15:00-სთ-ზე კახეთში აიღო. მარათონში გამარჯვება ნიდერლანდელმა ლინდა ვან ფლიტმა საერთო გარბენით 32,01 კმ და საქართველოდან ანატოლი ოლეინიკოვმა საერთო გარბენით 57,39 კმ მოიპოვეს.

გამარჯვებას არც ჩვენი კომპანია გამოაკლდა. ბავშვთა მარათონის გამარჯვებული ჩვენი კომპანიის პატარა წარმომადგენელი ნინი ბეგლარიშვილი.

მარათონი სახელწოდებით The Wings for Life World Run წარმოადგენს მსოფლიოში უდიდეს საქველმოქმედო აქციას, რომელშიც მონაწილეობას მსოფლიოს უამრავი ქვეყანა იღებს და რომელიც მიმართულია ზურგის ტვინის დაავადებულთათვის და ამ დაავადების განკურნებისათვის საჭირო კვლევების მხარდასაჭერად.

მარათონის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ოფიციალურ ვებ-გვერდს www.wingsforlifeworldrun.com.

ფოტოალბომის სანახავად დააჭირეთ აქ

მსგავსი სიახლეები

 საქართველოდან 60 ქვეყანაში 72,5 მლნ ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული
19 ოქტომბერი 2021

საქართველოდან 60 ქვეყანაში 72,5 მლნ ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული

2021 წლის 9 თვეში, საქართველოდან მსოფლიოს 60 ქვეყანაში 72,5 მლნ ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ალოგი საქართველო-ესტონეთის ბიზნეს ფორუმზე
14 იანვარი 2015

ალოგი საქართველო-ესტონეთის ბიზნეს ფორუმზე

საქართველოში ესტონეთის პრემიერ–მინისტრის, ტაავი რიივასის ვიზიტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 13 იანვარს სასტუმრო Radisson Blu Iveria–ში საქართველო–ესტონეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართა.