საქართველო ჩინეთიდან გასვლის მსურველ კომპანიებს საკუთარ ბაზარს შესთავაზებს
საქართველო ჩინეთიდან გასვლის მსურველ კომპანიებს საკუთარ ბაზარს შესთავაზებს
24 აპრილი 2020

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, საქართველო, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მეტად კონკურენტუნარიანი ქვეყანა, მზადაა, საერთაშორისო კომპანიებსა და ბიზნესებს თავიანთი საქმიანობისთვის საკუთარი ბაზარი ალტერნატიულ პლატფორმად შესთავაზოს.

მინისტრის თქმით, პოსტკოვიდური ეპოქის მსოფლიო აღარ იქნება ისეთივე, როგორც ეს მანამდე იყო - ეკონომიკა შეიცვლება და ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ძვრებიც იქნება.

„ის ტრადიციული ინდუსტრიული ჰაბები, რაც აქამდე იყო ჩამოყალიბებული სხვადასხვა ქვეყნებში, იქნებოდა ეს ჩინეთი თუ რომელიმე სხვა რეგიონი, ალბათ შეიცვლება. შექმნილმა სიტუაციამ გვიჩვენა, რომ მნიშვნელოვანი წარმოების, თუნდაც შუალედური სამრეწველო წარმოების ერთ რეგიონში, ერთ ქვეყანაში მაღალი კონცენტრაცია გარკვეულ რისკებს ქმნის და დღესდღეობით შექმნილმა მოულოდნელმა პრობლემამ მთლიანად გლობალური ეკონომიკის პარალიზება მოახდინა გარკვეულწილად“, - აღნიშნა ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ნათია თურნავამ.

მინისტრის განმარტებით, საქართველოს მთავრობამ უკვე მოახდინა პირველი რეაქცია და ყოველდღიურად აქტიურ რეჟიმში აქვს კონტაქტი ბიზნესებთან და მათ შორის გლობალურ კომპანიებთან, მათ შორის მათთან, ვინც მეტ დივერსიფიკაციას ეძებს.

„შექმნილი სიტუაცია გვიჩვენებს, რომ გლობალური კომპანიები ფიქრობენ გარკვეული ბიზნესების სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში გადატანას, რათა უფრო მეტად იყოს დაცული და დივერსიფიცირებული ნებისმიერი ბიზნესი. ჩვენ მზად ვართ, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მეტად კონკურენტუნარიანი ქვეყანა, ასეთ ბიზნესებს შევთავაზოთ საქართველო ალტერნატიულ პლატფორმად თავიანთი საქმიანობისთვის“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მსგავსი სიახლეები

ტოპ-10 პროდუქტი რომელიც სახმელეთო გზით შემოდის საქართველოში
10 მაისი 2022

ტოპ-10 პროდუქტი რომელიც სახმელეთო გზით შემოდის საქართველოში

საქართველოში გაიზარდა სახმელეთო ტრანსპორტით იმპორტირებული პროდუქტების მოცულობა. საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის სამ თვეში ქვეყანაში ჯამში 2,693 მლრდ აშშ დოლარის პროდუქტის იმპორტი განხორციელდა, საიდანაც 1,165 მლრდ აშშ დოლარის ავტომობილებით შემოვიდა.
საქართველოს ადგილობრივი ექსპორტი - წლის I ნახევარი
17 ოქტომბერი 2022

საქართველოს ადგილობრივი ექსპორტი - წლის I ნახევარი

საქართველო მცირე, მაგრამ ღია ეკონომიკის ქვეყანაა. ღიაობა ნიშნავს, რომ ქვეყანა ჩართულია საგარეო ვაჭრობაში და ადგილობრივი მოხმარების მხოლოდ ადგილობრივი წარმოება არ არის და ეს უკანასკნელი სხვა ქვეყნის ადგილობრივ მოხმარებასაც აკმაყოფილებს. შესაბამისად, რაც უფრო ღიაა ეკონომიკა, მით უფრო არსებითი წვლილი გააჩნია ეკონომიკური ზრდაში საგარეო ვაჭრობას. რეგიონიდან საქართველოს ყველაზე ღია ეკონომიკის სტატუსი გააჩნია. გლობალურად, ღიაობის მაჩვენებლით 200 ეკონომიკური ერთეულიდან 72-ე ადგილს იკავებს.   საქართველოს ისტორიულად უარყოფითი სავაჭრო ბალანსი გააჩნია - ქვეყანაში იმპორტირებული საქონელი და მომსახურება აღემატება ექსპორტირებულს. ძირითადი სავაჭრო პარტნიორები სამეზობლოს ქვეყნებია, თუმცა „დიდი ჩაკეტვის“ შემდეგ მდგომარეობა შეიცვალა და ნომერ პირველი საექსპორტო ქვეყანა ჩინეთი გახდა. ნომერ პირველი საიმპორტო ქვეყანა კი ისტორიულად მეზობელი ქვეყანა - თურქეთია.
ACE 2017 - მესსე, მიუნხენი
25 მაისი 2017

ACE 2017 - მესსე, მიუნხენი

2017 9 -12 მაისს  ქალაქ მიუნხენში , გერმანია ჩატარდა ლოგისტიკური და სატრანსპორტო გამოფენა Air Cargo Europe (ACE 2017). ღონისძიებას  კომპანია "ალოგი" ესწრებოდა.