თებერვალში ექსპორტი $456 მილიონამდე გაიზარდა
15 მარტი 2023

საქსტატმა საგარეო ვაჭრობის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, თებერვლის განმავლობაში საქართველოს ექსპორტმა 456 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 6%-ით, ანუ 27 მილიონი დოლარით მეტია.

ამასთან, იანვარ-თებერვალში ექსპორტმა 915 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან მიმართებით 20%-ით მეტია.

რაც შეეხება იმპორტს, ის თებერვალში 963 მილიონს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით 5.5%-ით ნაკლებია. ჯამურად იანვარ-თებერვალში იმპორტმა 1.98 მილიარდი დოლარი შეადგინა, ეს წლიურად 9%-ით მეტია.


მსგავსი სიახლეები

კომპანიის საქმიანი ვიზიტი ამერიკაში
11 სექტემბერი 2014

კომპანიის საქმიანი ვიზიტი ამერიკაში

„America Cargo Open“ წარმოადგენს ამერიკის საერთაშორისო კონფერენციას, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მონაწილეობას იღებს საერთაშორისო სატრანსპორტო-საექსპედიტორო კომპანიები.
ალოგი ყაზახეთის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის გამოფენაზე
29 სექტემბერი 2015

ალოგი ყაზახეთის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის გამოფენაზე

მიმდინარე წლის 16-18 სექტემბერს ყაზახეთის ქალაქ ალმათიში გაიმართა მე-19 საერთაშორისო გამოფენა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით, სახელწოდებით Transit Kazakhstan 2015.