ქართველი იმპორტიორები ჩინეთის ბაზრებს ტოვებენ და ალტერნატიულ გზებს ეძებენ
ქართველი იმპორტიორები ჩინეთის ბაზრებს ტოვებენ და ალტერნატიულ გზებს ეძებენ
25 ნოემბერი 2021

ჩინეთიდან ლოგისტიკის მაღალი ხარჯის გამო ქართველი იმპორტიორები ალტერნატიულ გზებს ეძებენ. როგორც უცხოური გამოცემები იუწყებიან მოსალოდნელია ჩინეთიდან იმპორტის კიდევ უფრო გაძვირება. რამდენიმე თვის წინ იმპორტიორები აცხადებდნენ, რომ ჩინეთიდან 1 კონტეინერის ტრანსპორტირების ფასმა 14000 დოლარს მიაღწია და ახლა ეს მაჩვენებელი 20 000 დოლარამდეა გაზრდილი, რის გამოც იმპორტიორები ჩინეთის ბაზრებს ტოვებენ და ალტერნატიულ გზებს ეძებენ.

ასეთი ბაზრები კი შესაძლოა თურქეთი და ინდოეთი აღმოჩნდნენ, რადგან თურქეთიდან ლოგისტიკის ხარჯი გაცილებით ნაკლებია.

The Times-ის ინფორმაციით, ჩინეთში ენერგეტიკული კრიზისის გამო მსოფლიოში საქონლის დეფიციტი გაჩნდება, რაც პოპულარული საქონლის მიწოდებას შეაფერხებს. ასევე აღნიშნავენ, რომ პრობლემა 2022 წლის ბოლომდე აქტუალური იქნება, რაც საქონლის 10-12%-ით გაძვირებას გამოიწვევს.

გარდა ამისა, სუეცის არხის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ 2022 წლის 11 თებერვლიდან არხში გავლის საფასური 6%-ით გაიზრდება. რაც სატრანსპორტო ხარჯების ზრდას და შესაბამისად, საქონლის გაძვირებასაც გამოიწვევს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ჩინეთი კვლავ რჩება საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად. აღნიშნულ პერიოდში იმპორტის მოცულობამ ამ მიმართულებით $599.9 მილიონს გადააჭარბა.

საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი $1.48 მილიარდით თურქეთია, ხოლო $1.14 მილიარდით მეორე ადგილზეა რუსეთი.

მსგავსი სიახლეები

ალოგი „ექსპო ჯორჯია“-ს საგამოფენო ცენტრში
21 ნოემბერი 2014

ალოგი „ექსპო ჯორჯია“-ს საგამოფენო ცენტრში

ჩვენ, როგორც კავკასიის ბაზარზე მიმდინარე სიახლეებით დაინტერესებული მხარე, ვესტუმრეთ სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შესაფუთი ტექნოლოგიების მე–14 საერთაშორისო გამოფენას, რომელიც გაიმართა 19-21 ნოემბერს „ექსპო ჯორჯია“-ს საგამოფენო ცენტრში.
ომის გავლენა ლოგისტიკაზე
11 აპრილი 2022

ომის გავლენა ლოგისტიკაზე

21-ე საუკენეში არაერთი გამოწვევის წინაშე დამდგარა მსოფლიო.რუსეთსა და უკრაინას შორის არსებულმა ომმა დიდი გავლენა იქონია შავი ზღვის რეგიონზე და ლოგისტიკური მიწოდების ჯაჭვის შეფერხების საშიშროება წარმოქმნა.გაჩერებულია უკრაინის ეკონომიკა და მისი წამყვანი პორტები. რუსეთისთვის დაწესებულმა ევროკავშირის სანქციებმა სავაჭრო შეზღუდვების კუთხით, გავლენა მეტწილად საზღვაო და სახმელეთო გადაზიდვებზე იქონია.