სუეცის არხი ბლოკირებულია
27 მარტი 2021

სუეცის არხი კონტეინერმზიდ Ever Green-ს აქვს ჩახერგილი. მეჩეჩზე დამჯდარი გემის გამო სუეცის არხში საცობი წარმოიშვა, რომელშიც ამ დროისთვის 150 გემზე მეტია. ამის შესახებ BBC წერს.

"არ მინდა არავის შეშინება, მაგრამ ამას შეიძლება დაიკავოს დღეები და კვირებიც კი" - განაცხადა გერმანული კომპანია Smit Salvage-ის ხელმძღვანელმა პიტერ ბერდოვსკიმ. ეს ის კომპანიაა, რომელმაც ამოიტანა ჩაძირული იტალიური საკრუიზო ლაინერი "კოსტა კონკორდია" და რუსული წყალქვეშა ნავი "კურსკი", ამჟამად კი სხვა ავარიულ-სამაშველო სამსახურებთან ერთად ცდილობს დაძრას ადგილიდან გიგანტური კონტეინერმზიდი.

"ეს სანაპიროდან ვეშაპის აწევას ჰგავს," - განაცხადა ბერდოვსკიმ.

Ever Green -მა სუეცის არხი სამშაბათს გადაკეტა და გემების უზარმაზარი საცობი შექმნა.

სუეცის არხზე მოდის მსოფლიოს სატვირთო გადაზიდვების 12% და რაც უფრო დიდხანს დგას იქ 400 მეტრიანი კონტეინერმზიდი, მით უფრო განიცდის ამას მსოფლიო ვაჭრობა. ამ დროისთვის არხის ორივე მხარეს უკვე მოგროვდა 150 გემზე მეტი.

ალტერნატიულ მარშრუტს, რომელიც სამხრეთ აფრიკაში კეთილი იმედის კონცხთან გადის, შესაძლოა, დაახლოებით ორი კვირით მეტი დასჭირდეს.

გემის მეპატრონემ, იაპონურმა ფირმა Shoei Kinsen-მა ხუთშაბათს ბოდიში მოიხადა იმ ზიანისთვის, რომელიც გლობალურ სატვირთო გადაზიდვებს მიადგა და განაცხადა, რომ მისი სპეციალისტები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ 200 ტონაზე მეტი წონის გიგანტი ადგილიდან დაძრან, თუმცა ჯერჯერობით ეს ვერ ხერხდება.

მსგავსი სიახლეები

საავტომობილო გადაზიდვა ტვირთის ტრანსპორტირების ყველაზე ხელმისაწვდომი და მოსახერხებელი მეთოდი
16 მარტი 2022

საავტომობილო გადაზიდვა ტვირთის ტრანსპორტირების ყველაზე ხელმისაწვდომი და მოსახერხებელი მეთოდი

ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოს მიმართულებით საორიენტაციო სატრანზიტო დრო: 14-21 დღეა.
როგორ შეიცვალა საზღვაო და სახმელეთო გადაზიდვების მაჩვენებელი საქართველოს საგარეო ვაჭრობაში
26 აპრილი 2022

როგორ შეიცვალა საზღვაო და სახმელეთო გადაზიდვების მაჩვენებელი საქართველოს საგარეო ვაჭრობაში

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში გაიზარდა ექსპორტისა და იმპორტის მაჩვენებელი.
ომის გავლენა ლოგისტიკაზე
11 აპრილი 2022

ომის გავლენა ლოგისტიკაზე

21-ე საუკენეში არაერთი გამოწვევის წინაშე დამდგარა მსოფლიო.რუსეთსა და უკრაინას შორის არსებულმა ომმა დიდი გავლენა იქონია შავი ზღვის რეგიონზე და ლოგისტიკური მიწოდების ჯაჭვის შეფერხების საშიშროება წარმოქმნა.გაჩერებულია უკრაინის ეკონომიკა და მისი წამყვანი პორტები. რუსეთისთვის დაწესებულმა ევროკავშირის სანქციებმა სავაჭრო შეზღუდვების კუთხით, გავლენა მეტწილად საზღვაო და სახმელეთო გადაზიდვებზე იქონია.