ა-ლოგი აბრეშუმის გზის საერთაშორისო პალატის პრეზენტაციაზე
5 აპრილი 2016

მიმდინარე წლის 3 აპრილს საქართველოს ესტუმრა „საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის საერთაშორისო პალატის“ (SRCIC) თავმჯდომარე ლიუ იანზონგი თანმხლები დელეგაციით. ვიზიტის მიზანია საქართველოს, როგორც „აბრეშუმის გზის“ უძველესი ქვეყნის, აქტიური ჩართვა რეგიონულ პროექტებში, რაც გულისხმობს აბრეშუმის გზის რეგიონის სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობას.

აბრეშუმის გზის საერთაშორისო პალატა (SRCIC) წარმოადგენს არასამთავრობო, არაკომერციულ ორგანიზაციას, რომელიც 2015 წელს ჰონგ-კონგში ადმინისტრაციულ რეგიონში დაფუძნდა აბრეშუმის გზის ფარგლებში მქოფი ქვეყნების სავაჭრო პალატებისა და Tang West Market Group-ის მიერ.

პალატის მიზანია ჩამოაყალიბოს საერთო მიდგომა და ხედვა საერთაშორისო ეკონომიკისა და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, ხელი შეუწყონ ერთიანი გეგმის შემუშავებასა და ისტორიული აბრეშუმის გზის გაცოცხლებას.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში 5 აპრილს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართა პალატის პრეზენტაცია, რასაც კომპანია ა-ლოგიც (საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრი) ესწრებოდა.

შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატას შორის, რაც თავის მხრივ გაზრდის თანამშრომლობის პოტენციალს და საშუალებას მისცემს ბიზნეს სექტორს, მეწარმეებს დაამყარონ კონტაქტები, განავითარონ პარტნიორული ურთიერთობები და ჩაერთონ საერთაშორისო კომერციულ ქსელებში.

კომპანიის სახელით კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას მოწვევისთვის და საინტერესო შეხვედრებისათვის.

მსგავსი სიახლეები

ალოგი - ტენდერში გამარჯვებული კომპანია
18 მარტი 2015

ალოგი - ტენდერში გამარჯვებული კომპანია

მიმდინარე წლის 17 მარტს შპს ავტოლოგისტიკასა (ალოგი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) სახელმწიფო შესყიდვების სამსახურს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საგანსაც წარმოადგენს ქ. ფოთიდან და ბათუმიდან შსს-ს სახელზე ჩამოსული ტვირთების ქ. თბილისში ტრანსპორტირება.
საქართველო-ლატვიის ბიზნეს ფორუმი 2014
27 ნოემბერი 2014

საქართველო-ლატვიის ბიზნეს ფორუმი 2014

2014 წლის 26 ნოემბერს თბილისის საგამოფენო ცენტრ “Expo Georgia”-ში, ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტის ანდრის ბერზინშის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველო-ლატვიის ბიზნეს ფორუმი გაიმართა.