საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მოძრაობა შეიზღუდა
5 აგვისტო 2014

აზერბაიჯანულმა მხარემ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, კერძოდ, ლაგოდეხის მონაკვეთზე საქართველოს მოქალაქეებისთვის მოძრაობა შეზღუდა.

არსებული ინფორმაციით, საზღვრის ჩაკეტვის ოფიციალურ მიზეზად აზერბაიჯანული მხარე იმ ფაქტს ასახელებს, რომ მათთან ამოქმედდა კანონი, რომლის თანახმადაც, 2004 წლამდე გამოშვებული ავტომობილები მათ ქვეყანაში არ დაიშვება. თუმცა, მოქალაქეები, რომლებიც ამ მიზეზით საზღვარზე არ გაატარეს, ეჭვობენ, რომ რეალური მიზეზი ბაქოს "ნეფთჩისა" და საჩხერის "ჩიხურას" მატჩისას გულშემატკივრებს შორის მომხდარი ჩხუბია. მიზეზი "ჩიხურას" ფანების მიერ სტადიონზე საქართველოს რუკის ჩამოკიდება გახდა, სადაც "ზაქათალა" და "კახი" საქართველოს ტერიტორიად იყო აღბეჭდილი. დააკავეს რამდენიმე ქართველი გულშემატკივარი, მათ შორის - ჟურნალისტებიც, რომლებიც გუშინვე გაათავისუფლეს.

ქართული მხარე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ლაგოდეხის მონაკვეთზე დაწესებულ შეზღუდვას საჩხერის "ჩიხურასა" და ბაქოს "ნეფთჩის" მატჩის შემდეგ მომხდარ დაპირისპირებას არ უკავშირებს. როგორც ჟურნალისტებს უშიშროების საბჭოს მდივანმა, ირინა იმერლიშვილმა შს სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტზე დაყრდნობით განუცხადა, აღნიშნული აზერბაიჯანში მიღებულ კანონს უკავშირდება.

"როგორც შსს-ს სასაზღვრო დეპარტამენტი გვეუბნება, საზღვარი ჩაიკეტა მხოლოდ იმ მანქანებისთვის, რომლებიც არ შეესაბამება აზერბაიჯანის მიერ მიღებულ კანონს. ეს კანონი კარგა ხანია მიღებულია, დაანონსებულიც იყო, რომ პირველი აგვისტოდან იქნება შეზღუდვა", - განაცხადა ირინა იმერლიშვილმა. მისივე ინფორმაციით, იმ ავტომობილებს, რომლებიც აღნიშნული კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, საზღვარზე არანაირი შეზღუდვა არ ექნება.

მხარეთა გადაწყვეტილებით, კანონის ძალაში შესვლის თარიღმა გადაიწია 2 კვირის ვადით და ამოქმედდება 2014 წლის 16 აგვისტოს.

მსგავსი სიახლეები

ფოთის პორტი კვლავ დაკეტილია
21 ნოემბერი 2014

ფოთის პორტი კვლავ დაკეტილია

შტორმის შედეგად მ/წლის 20 ნოემბერს 16:45სთ-ზე ფოთის პორტში გემების შემოსვლა დროებით შეფერხდა. სსიპ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, სამუშაო პროცესი განახლდება 21 ნოემბერს დაახლოებით 17:00 სთ-ზე და შეუფერხებლად იმუშავებს 22 ნოემბრის 24:00 სთ-მდე. სავარაუდოდ პორტის სრული დატვირთვით სამშაბათს 25 ნოემბერს ამუშავდება.
დღეს ავტოლოგისტიკა აღნიშნავს 6 წლისთავს
11 ივნისი 2014

დღეს ავტოლოგისტიკა აღნიშნავს 6 წლისთავს

ჯერ კიდევ ახალგაზრდა, მაგრამ ამბიციური კომპანია შპს ავტოლოგისტიკა 6 წლისაა. მისი დაარსების დღიდან დღემდე კომპანია წარმატებით მოღვაწეობს საერთაშორისო ბაზარზე.
აშშ-ში ექსპორტი 143.2%-ით გაიზარდა: რას ყიდის საქართველო ამერიკაში?
7 თებერვალი 2022

აშშ-ში ექსპორტი 143.2%-ით გაიზარდა: რას ყიდის საქართველო ამერიკაში?

საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ათეულში ამერიკის შეერთებულ შტატებს მე-5 პოზიცია უკავია. საქსტატის ანგარიშის თანახმად, 2021 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 820 მლნ დოლარი იყო, რაც წინა წლის მაჩვენებელს 5.7%-ით აღემატება.