კომპანიის საქმიანი ვიზიტი ამერიკაში
11 სექტემბერი 2014

„ავტოლოგისტიკ“-ის საქმიანი ვიზიტი ამერიკაში

„America Cargo Open“ წარმოადგენს ამერიკის საერთაშორისო კონფერენციას, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მონაწილეობას იღებს საერთაშორისო სატრანსპორტო-საექსპედიტორო კომპანიები.

კონფერენცია გაიმართა გასულ თვეს (24 - 26 აგვისტო) ლას ვეგასში. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებს საშუალება მიეცათ შეხვედროდნენ სხვადასხვა გადამზიდავი კომპანიების მაღალი რანგის წარმომადგენლებს.

„ავტოლოგისტიკა“, წარმოდგენილი დირექტორის ლია გოგილაშვილის სახით, შეხვდა ასამდე პოტენციურ ბიზნეს პარტნიორს. ვიმედოვნებთ, საიმედო პარტნიორებთან ურთიერთობით შევძლებთ წვლილი შევიტანოთ გლობალური ბიზნესის განვითარებაში.

ფოტოალბომის სანახავად დააჭირეთ აქ

მსგავსი სიახლეები

ალოგი ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე ProWein 2015
20 მარტი 2015

ალოგი ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე ProWein 2015

გერმანიის ქალაქ დუსელდორფში 15-17 მარტს გაიმართა მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ღვინის საერთაშორისო გამოფენა-ვაჭრობა სახელწოდებით ProWein 2015.  გამოფენაში მონაწილეობა მიიღო 5970-ზე მეტმა კომპანიამ, რომელსაც 52 000-მდე სპეციალისტი სტუმრობდა. 
ACE 2017 - მესსე, მიუნხენი
25 მაისი 2017

ACE 2017 - მესსე, მიუნხენი

2017 9 -12 მაისს  ქალაქ მიუნხენში , გერმანია ჩატარდა ლოგისტიკური და სატრანსპორტო გამოფენა Air Cargo Europe (ACE 2017). ღონისძიებას  კომპანია "ალოგი" ესწრებოდა.
ჩინეთიდან საკონტეინერო გადაზიდვების ფასები პანდემიამდელ ნიშნულს დაუბრუნდა
25 ნოემბერი 2022

ჩინეთიდან საკონტეინერო გადაზიდვების ფასები პანდემიამდელ ნიშნულს დაუბრუნდა

პანდემიის პერიოდში საკონტეინერო გადაზიდვებზე ფასების რეკორდული ზრდის შემდეგ, მიმდინარე წელს ივლისი-აგვისტოს პერიოდიდან ფასების კლება დაიწო. ბევრ ქვეყანაში ლოქდაუნის გამო შეჩერდა საქონლის წარმოება, ზოგიერთმა საწარმომ ადგილმდებარეობა შეიცვალა და სხვა მასშტაბები შეიძინა,  სწორედ ამან არია კვანძი და  გამოიწვია, ფასების მატება. დღეს კონტეინერების დეფიციტი აღარ არსებობს, განსაკუთრებით საქართველოში, რადგან იმპორტი ექსპორტს აღემატება, ისევე როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, რადგან ქვეყანა იმაზე მეტს ყიდულობს ვიდრე ყიდის. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთიდან საკონტეინერო გადაზიდვების ფასები პანდემიამდელ ნიშნულს დაუბრუნდა, არის ქვეყნები, სადაც ფასები კვლავ მაღალია. ხმელთაშუა ზღვიდან ამერიკის მიმართულებით ფასები მაღალია, რადგან იქ მოთხოვნა უფრო დიდია. ზემოაღნიშნული კი შესაძლოა გამოწვეული იყოს სავაჭრო ურთიერთობების გაზრდით. ხოლო რაც შეეხება ევროპის შიდა ფასებს, აქ ზრდა 15-20%-ის ფარგლებში მერყეობს, რაც ამ სამი წლის განმავლობაში სრულიად ნორმალურია საკონტეინერო გადაზიდვების ფასები რეკორდული ზრდისკენ გზას პოსტ-პანდემიურ, ეკონომიკური აღდგენის პერიოდში დაადგა და ისტორიულ მაქსიმუმს 2021 წლის სექტემბერში მიაღწია. ზრდის ძირითადი მიზეზები სავაჭრო ბუმი და პანდემიის შედეგად ქვეყნებს შორის სავაჭრო მარშრუტების გადანაცვლება იყო, რამაც გადაზიდვები გაართულა.