ა-ლოგი ბელარუსის რესპუბლიკის გამოფენაზე
5 სექტემბერი 2016

2016 წლის 1 სექტემბერს, თბილისში, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯია“-ში გაიმართა ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული გამოფენა-გაყიდვა. გამოფენაზე 140-ზე მეტმა ბელარუსულმა კომპანიამ წარმოადგინა პროდუქტებისა და მომსახურების ფართო სპექტრი.

გამოფენის ოფიციალური გახსნის ცერემონიას დაესწრო ბელარუსის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი მიხაილ რუსი და ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მიხაილ მიატლიკოვი.

ღონისძიების ფარგლებში კომპანია „ალოგის“ წარმომადგენლებმა B2B შეხვედრები გამართეს ბელარუს ბიზნესმენებთან, რა დროსაც განხილულ იქნა კომპანიებს შორის შესაძლო პარტნიორობის დეტალები.

კომპანია „ალოგი“ მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორებსა და ბელარუს ბიზნეს წარმომადგენლებს. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული შეხვედრები იქნება საწყისი ქართულ და ბელარუს ბიზნესებს შორის გრძელვადიანი პარტნიორობისა.

ფოტოალბომის სანახავად დააჭირეთ აქ

მსგავსი სიახლეები

ომის გავლენა ლოგისტიკაზე
11 აპრილი 2022

ომის გავლენა ლოგისტიკაზე

21-ე საუკენეში არაერთი გამოწვევის წინაშე დამდგარა მსოფლიო.რუსეთსა და უკრაინას შორის არსებულმა ომმა დიდი გავლენა იქონია შავი ზღვის რეგიონზე და ლოგისტიკური მიწოდების ჯაჭვის შეფერხების საშიშროება წარმოქმნა.გაჩერებულია უკრაინის ეკონომიკა და მისი წამყვანი პორტები. რუსეთისთვის დაწესებულმა ევროკავშირის სანქციებმა სავაჭრო შეზღუდვების კუთხით, გავლენა მეტწილად საზღვაო და სახმელეთო გადაზიდვებზე იქონია.
ტოპ-10 პროდუქტი რომელიც სახმელეთო გზით შემოდის საქართველოში
10 მაისი 2022

ტოპ-10 პროდუქტი რომელიც სახმელეთო გზით შემოდის საქართველოში

საქართველოში გაიზარდა სახმელეთო ტრანსპორტით იმპორტირებული პროდუქტების მოცულობა. საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის სამ თვეში ქვეყანაში ჯამში 2,693 მლრდ აშშ დოლარის პროდუქტის იმპორტი განხორციელდა, საიდანაც 1,165 მლრდ აშშ დოლარის ავტომობილებით შემოვიდა.