ავტოლოგისტიკა ყაზახეთის ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა
23 ოქტომბერი 2014

ავტოლოგისტიკა ყაზახეთის ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა

შპს ავტოლოგისტიკა 2014 წლის 22 ოქტომბერს სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერია"-ში საქართველო-ყაზახეთის ბიზნეს ფორუმს დაესწრო, რომელიც მიეძღვნა ორი ქვეყნის ბიზნესმენებს შორის პარტნიორული თანამშრომლობის განვითარებას. აღნიშნული კონფერენცია გაიმართა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ყაზახეთის მრეწველობისა და ინვესტიციების განვითარების სამინისტროს ორგანიზებით.

კომპანიამ მონაწილეობა მიიღო ფორუმის ფარგლებში გამართულ ორმხრივ შეხვედრებში. შევხვდით როგორც ყაზახურ, ისე ქართული კომპანიების წარმომადგენლებს. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი მომსახურების შეთავაზებით წვლილს შევიტანთ ორ ქვეყანას შორის ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავებასა და განვითარებაში.

ფოტოალბომის სანახავად დააჭირეთ აქ

მსგავსი სიახლეები

ალოგი ჩინეთში აბრეშუმის გზის სამიტზე
27 სექტემბერი 2016

ალოგი ჩინეთში აბრეშუმის გზის სამიტზე

კომპანია ალოგი გახლდათ ერთ-ერთი ქართული ლოგისტიკური კომპანია, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ბიზნესსამიტში და განიხილა შესაძლო პარტნიორობის საკითხები როგორც ჩინურ მხარესთან, ასევე ქართველ მეღვინეებთან.
საქართველოს დერეფანში ტვირთბრუნვა 1 მლნ ტონით გაიზარდა
25 აგვისტო 2022

საქართველოს დერეფანში ტვირთბრუნვა 1 მლნ ტონით გაიზარდა

საქართველოს დერეფანში ტვირთბრუნვა 1 მლნ ტონით გაიზარდა. ოფიციალური მონაცემებით, სატრანსპორტო დარგებმა 2022 წლის 6 თვეში 20.4 მლნ ტონა ტვრითი გადაზიდეს, 2021 წელს არსებული 19.4 მლნ ტონის შემდეგ.