საერთაშორისო და შიდა სატვირთო გადაზიდვებზე შეზღუდვები არ ვრცელდება
საერთაშორისო და შიდა სატვირთო გადაზიდვებზე შეზღუდვები არ ვრცელდება
1 აპრილი 2020

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, დღეს მიღებული შეზღუდვები არც შიდა და არც საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებზე არ ვრცელდება.

“აღნიშნული შეზღუდვები არ ვრცელდება არც საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებზე და არც შიდა სატვირთო გადაზიდვებზე. ეს შეზღუდვები არ ვრცელდება დღეს არც მარნეულსა და ბოლნისში, მიუხედავად იმისა, რომ იქ არის სრული კარანტინი. სატვირთო გადაზიდვები ხორციელდება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, გარკვეული პირობების დაცვით - კორიდორით, მიცილებით და ა.შ. ისე, როგორც ამას შსს ჩათვლის საჭიროდ”,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა

მსგავსი სიახლეები

უამინდობა საქართველოში
25 იანვარი 2016

უამინდობა საქართველოში

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-გუდაური-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვლის შედეგად ზვავსაშიშროების გამო, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ბათუმის და ფოთის პორტის ტვირთბრუნვა გაიზარდა
1 სექტემბერი 2022

ბათუმის და ფოთის პორტის ტვირთბრუნვა გაიზარდა

ეკონომიკის სამინისტრომ ქართული პორტების ტვირთბრუნვის სტატისტიკა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანამხად, როგორც ბათუმის, ასევე ფოთის პორტში გატარებული ტვირთების მოცულობა გაზრდილია. ასევე მომატებულია საქართველოს რკინიგზის მიერ გატარებული ტვირთების რაოდენობაც.