რომელ 400 კომპანიას სთავაზობს საქართველო ჩინეთიდან წარმოების გადმოტანას?
რომელ 400 კომპანიას სთავაზობს საქართველო ჩინეთიდან წარმოების გადმოტანას?
11 მაისი 2020

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ამჟამად 400 საერთაშორისო კომპანიასთან აწარმოებს საინფორმაციო კამპანიას იმის თაობაზე, რომ მათ საკუთარი წარმოებების ნაწილი საქართველოში გადმოიტანონ.

მინისტრის თქმით, COVID-19-ის კრიზისის ფონზე, მთავრობამ სრულად გადაიაზრა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია და ის მიმართა იმ საერთაშორისო კომპანიებზე, რომლებიც დღეს ჩინეთში საქმიანობენ.

მინისტრის თქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს იმ კომპანიებთან, რომელთა მიერაც ჩინეთში წარმოებული პროდუქცია ევროკავშირში მაღალი საბაჟო გადასახადით იბეგრება - ამ კომპანიებს საქართველო EU-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობას სთავაზობს.


კომპანიები, რომლებიც გადაწყვეტენ ჩინეთი დატოვონ და გადმოვიდნენ საქართველოში, აუცილებლად გაანალიზებენ თუ როგორ მოკლდება ამით მათი მიწოდებათა ჯაჭვი. ამ თვალსაზრისით საქართველოს ლოკაცია, ის ფაქტი, რომ ჩვენ ათობით სახელმწიფოსთან გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და მათ შორის ევროკავშირთან, არის კიდევ ერთი დამატებითი ქულა ჩვენთვის.

ჩინეთი არის ძალიან ბევრი სასაქონლო ჯგუფის მთავარი მწარმოებელი. სმარტფონების 80%, ტელევიზორების 50%-ზე მეტი ჩინეთში იწარმოება, ასევე სათამაშოები, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. მაგრამ მას არ გააჩნია თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან და ბევრ სხვა ქვეყანასთან. შესაბამისად, ჩვენთან გადმოიტანს წარმოებას უბაჟო განაკვეთის გამო. განსაკუთრებით კი იმ სასაქონლო ჯგუფებისთვის, რომლებიც მაღალი განაკვეთით იბეგრება,"- განაცხადა ნათია თურნავამ.

მსგავსი სიახლეები

წლის პირველ ნახევარში საქართველოს ექსპორტი 36%-ით, იმპორტი კი 35%-ით გაიზარდა
15 აგვისტო 2022

წლის პირველ ნახევარში საქართველოს ექსპორტი 36%-ით, იმპორტი კი 35%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10,186 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 35.3%-ით მეტია.