ქართულ პორტებში საკონტეინერო გადაზიდვები გაიზარდა
21 ივნისი 2022

ქართული პორტების ტვირთბრუნვა გაიზარდა - ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. დოკუმენტის თანახმად, 2022 წლის იანვარ-აპრილში პორტებმა ჯამში 4 მილიონი ტონა ტვირთები დაამუშავეს, რაც წინა წელთან შედარებით 0.5 მილიონი ტონით მეტია.

გაზრდილია ასევე გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობაც. თუკი გასული წლის იანვარ-აპრილში ფოთის და ბათუმის საკონტეინერო ტერმინალებმა 128,000 ერთეული კონტეინერი გაატარეს, წელს ეს რიცხვი 137,000-მდე არის გაზრდილი.

უფრო დეტალურად - ფოთის პორტი 2.4 მილიონ ტონა ტვითს მოემსახურა (მატება 0.2 მლნ ტონა), ბათუმის პორტი კი 1.6 მილიონ ტონას (მატება 0.3 მლნ ტონა).

მომატებულია რკინიგზის ტვირთბრუნვაც, რამაც ამ პერიოდში 4.1 მილიონი ტონა შეადგინა, ეს წინა წელთან მიმართებით 0.1 მილიონი ტონით მეტია.

რკინიგზასთან შედარებით ორჯერ მეტია სახმელეთო გზით გატარებული ტვირთები, რამაც წელს 8.7 მილიონი ტონა შეადგინა. მატება აქაც 0.1 მილიონი ტონაა.

მსგავსი სიახლეები

ალოგი - ტენდერში გამარჯვებული კომპანია
18 მარტი 2015

ალოგი - ტენდერში გამარჯვებული კომპანია

მიმდინარე წლის 17 მარტს შპს ავტოლოგისტიკასა (ალოგი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) სახელმწიფო შესყიდვების სამსახურს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საგანსაც წარმოადგენს ქ. ფოთიდან და ბათუმიდან შსს-ს სახელზე ჩამოსული ტვირთების ქ. თბილისში ტრანსპორტირება.
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა აკრძალულია
21 აგვისტო 2014

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დარიალის ხეობაში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად საავტომობილო მოძრაობა მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე აიკრძალა.