მორიგი შეხვედრა ირანის ბიზნესის წარმომადგენლებთან
1 ნოემბერი 2014

მორიგი შეხვედრა ირანის ბიზნესის წარმომადგენლებთან

2014 წლის 28-31 ოქტომბერს საქართველოსა და ირანის სავაჭრო პალატების ორგანიზებით საქართველოს ესტუმრა ირანული სავაჭრო პალატისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. კონფერენციის მიზანს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება წარმოადგენდა.

სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ლოგისტიკა. ოფიციალური წარმომადგენლებისგან ჩვენ მივიღეთ სასარგებლო ინფორმაცია მიმდინარე და სამომავლო პროექტების შესახებ. ჩვენი სფეროსადმი ირანელი ბიზნესმენების, და არამხოლოდ, დაინტერესება საკმაოდ მაღალი იყო. გავეცანით კომპანიების საქმიანობას და დავსახეთ ამოცანები მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივით.

ფოტოალბომის სანახავად დააჭირეთ აქ

მსგავსი სიახლეები

საერთაშორისო გადაზიდვების ხელშეწყობისთვის საბაჟო კანონმდებლობაში ცვლილებები შევიდა
28 ივლისი 2022

საერთაშორისო გადაზიდვების ხელშეწყობისთვის საბაჟო კანონმდებლობაში ცვლილებები შევიდა

საერთაშორისო გადაზიდვების ხელშეწყობის მიზნით საბაჟო კანონმდებლობაში რიგი ცვლილებები შევიდა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
ფოთის პორტი კვლავ დაკეტილია
21 ნოემბერი 2014

ფოთის პორტი კვლავ დაკეტილია

შტორმის შედეგად მ/წლის 20 ნოემბერს 16:45სთ-ზე ფოთის პორტში გემების შემოსვლა დროებით შეფერხდა. სსიპ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, სამუშაო პროცესი განახლდება 21 ნოემბერს დაახლოებით 17:00 სთ-ზე და შეუფერხებლად იმუშავებს 22 ნოემბრის 24:00 სთ-მდე. სავარაუდოდ პორტის სრული დატვირთვით სამშაბათს 25 ნოემბერს ამუშავდება.