ალოგი „ექსპო ჯორჯია“-ს საგამოფენო ცენტრში
21 ნოემბერი 2014

ალოგი „ექსპო ჯორჯია“-ს საგამოფენო ცენტრში

19-21 ნოემბერი - სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შესაფუთი ტექნოლოგიების მე–14 საერთაშორისო გამოფენა

ჩვენ, როგორც კავკასიის ბაზარზე მიმდინარე სიახლეებით დაინტერესებული მხარე, ვესტუმრეთ სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შესაფუთი ტექნოლოგიების მე–14 საერთაშორისო გამოფენას, რომელიც გაიმართა 19-21 ნოემბერს „ექსპო ჯორჯია“-ს საგამოფენო ცენტრში.

მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცა კავკასიის ბაზარზე წარმოედგინათ საკუთარი პროდუქცია. გამოფენას სტუმრობდა მრავალი დამთვალიერებელი, მათ შორის მაღალი დონის ექსპერტებიც.

ჩვენი სერვისის შეთავაზებით საქმიანი ურთიერთობები დავამყარეთ მწარმოებლებთან არამხოლოდ კავკასიის, არამედ დსთ-ს ქვეყნებიდანაც.

მსგავსი სიახლეები

ომის გავლენა ლოგისტიკაზე
11 აპრილი 2022

ომის გავლენა ლოგისტიკაზე

21-ე საუკენეში არაერთი გამოწვევის წინაშე დამდგარა მსოფლიო.რუსეთსა და უკრაინას შორის არსებულმა ომმა დიდი გავლენა იქონია შავი ზღვის რეგიონზე და ლოგისტიკური მიწოდების ჯაჭვის შეფერხების საშიშროება წარმოქმნა.გაჩერებულია უკრაინის ეკონომიკა და მისი წამყვანი პორტები. რუსეთისთვის დაწესებულმა ევროკავშირის სანქციებმა სავაჭრო შეზღუდვების კუთხით, გავლენა მეტწილად საზღვაო და სახმელეთო გადაზიდვებზე იქონია.