დასწრება გამოფენაზე ; TransRussia 2017.
8 მაისი 2017

2017 წლის 17-19 აპრილს, მოსკოვში, საგამოფენო ცენტრ „Crocus Expo,“-ში გაიმართა საერთაშორისო ლოგისტიიკის და სატრანსპორტო გამოფენა. გამოფენაზე 345-ზე მეტმა საერთაშორისო კომპანიამ წარმოადგინა მომსახურების ფართო სპექტრი.

ღონისძიების ფარგლებში კომპანია „ალოგის“ წარმომადგენლემა B2B შეხვედრები წარმომადგენლებთან , რა დროსაც განხილულ იქნა კომპანიებს შორის შესაძლო პარტნიორობის დეტალები.

კომპანია „ალოგი“ მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორებსა

ფოტოალბომის სანახავად დააჭირეთ აქ

მსგავსი სიახლეები

საქართველოს რკინიგზამ 6 თვეში 6.8 მლნ ტონა ტვირთი გადაზიდა - ზრდა 13.3%-ია
11 აგვისტო 2022

საქართველოს რკინიგზამ 6 თვეში 6.8 მლნ ტონა ტვირთი გადაზიდა - ზრდა 13.3%-ია

საქართველოს რკინიგზას ბოლო 7 წლის განმავლობაში სატვირთო გადაზიდვებში ყველაზე მაღალი მაჩვენებლები აქვს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.კომპანიის მიერ გამოქვეყნებული 2022 წლის პირველი ექვსი თვის შედეგების მიხედვით, რკინიგზამ ჯამურად 6.8 მლნ ტონა ტვირთი გადაზიდა, რაც წინა წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 13.3%-ით აღემატება. რაც შეეხება შემოსავლებს, გადაზიდვებიდან მიღებულმა შემოსავალმა 191 მლნ ლარს გადააჭარბა. რკინიგზაში აცხადებენ, რომ ეს ბოლო 7 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, გადაზიდვების მაჩვენებლები ჩინეთის, ყაზახეთის, შუა დერეფნის და ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულებით გაიზარდა. ტვირთების მიხედვით გადაზიდვები კი შემდეგი სახეობის ტვირთებზე მაზუთზე, ნედლ ნავთობზე, მეთანოლზე, კარბამიდზე და შაქრის ნედლეულზე გაიზარდა.
2021 წელს საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ $14.3 მლრდ შეადგინა, ზრდა 25.6%-ია
14 იანვარი 2022

2021 წელს საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ $14.3 მლრდ შეადგინა, ზრდა 25.6%-ია

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული საგარეო სავაჭრო ბრუნვის ექსპრესმონაცემების მიხედვით, გასულ 2021 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.319 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 25.6%-ით მეტია.