10 ქვეყანა, სადაც საქართველო ყველაზე დიდი რაოდენობით ღვინოს ყიდის
10 ქვეყანა, სადაც საქართველო ყველაზე დიდი რაოდენობით ღვინოს ყიდის
26 ივნისი 2020

საქართველოდან ყურძნის ნატურალური ღვინის ექსპორტი 11,3%-ით შემცირდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-მაისში ქვეყნიდან 23,742 ტონა ღვინო გავიდა, ჯამში 73,249 მლნ დოლარის ღირებულების. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი საქართველომ უცხოეთში 82,613 მლნ დოლარის ღირებულების 26 189 ტონა ღვინო გაყიდა.

საქსტატის მონაცემებით, საქართველომ წელს ღვინო 50 ქვეყანაში გაყიდა. ქართული ღვინო ყველაზე დიდი რაოდენობით რუსეთში გავიდა. წელს რუსულ ბაზარზე ღვინის მთლიანი ექსპორტის 61,5% მოვიდა.

10 ქვეყანა, სადაც ქართული ღვინო ყველაზე დიდი რაოდენობით იყიდება:

  • რუსეთი - 43,413 მლნ დოლარი (14 620 ტონა)
  • უკრაინა - 7,991 მლნ დოლარი (2 923 ტონა)
  • ჩინეთი - 5,014 მლნ დოლარი (1 294 ტონა)
  • პოლონეთი - 4,040 მლნ დოლარი (1 462 ტონა)
  • ბელორუსი - 2,192 მლნ დოლარი (693 ტონა)
  • ყაზახეთი - 1,770 მლნ დოლარი (572 ტონა)
  • ლატვია - 1,471 მლნ დოლარი (476 ტონა)
  • ამერიკა - 1,267 მლნ დოლარი (237,4 ტონა)
  • გერმანია - 1,087 მლნ დოლარი ( 239 ტონა)
  • იაპონია - 528,5 ათასი დოლარი (74,5 ტონა)

მსგავსი სიახლეები

საქართველოდან ექსპორტი 26,7%-ით გაიზარდა
20 დეკემბერი 2021

საქართველოდან ექსპორტი 26,7%-ით გაიზარდა

2021 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 3,822 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 26.7 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
საქართველო-კანადის ბიზნეს ფორუმი
21 მარტი 2015

საქართველო-კანადის ბიზნეს ფორუმი

ჩვენი კომპანია ტრადიციას არ ღალატობს და ამჟამადაც ესწრება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელშეწყობით საქართველო-კანადის ბიზნეს ფორუმს, რომელიც 2015 წლის 18-20 მარტს გაიმართა სასტუმროში Tbilisi Marriot Hotel.
საქართველოს რკინიგზამ 6 თვეში 6.8 მლნ ტონა ტვირთი გადაზიდა - ზრდა 13.3%-ია
11 აგვისტო 2022

საქართველოს რკინიგზამ 6 თვეში 6.8 მლნ ტონა ტვირთი გადაზიდა - ზრდა 13.3%-ია

საქართველოს რკინიგზას ბოლო 7 წლის განმავლობაში სატვირთო გადაზიდვებში ყველაზე მაღალი მაჩვენებლები აქვს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.კომპანიის მიერ გამოქვეყნებული 2022 წლის პირველი ექვსი თვის შედეგების მიხედვით, რკინიგზამ ჯამურად 6.8 მლნ ტონა ტვირთი გადაზიდა, რაც წინა წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 13.3%-ით აღემატება. რაც შეეხება შემოსავლებს, გადაზიდვებიდან მიღებულმა შემოსავალმა 191 მლნ ლარს გადააჭარბა. რკინიგზაში აცხადებენ, რომ ეს ბოლო 7 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, გადაზიდვების მაჩვენებლები ჩინეთის, ყაზახეთის, შუა დერეფნის და ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულებით გაიზარდა. ტვირთების მიხედვით გადაზიდვები კი შემდეგი სახეობის ტვირთებზე მაზუთზე, ნედლ ნავთობზე, მეთანოლზე, კარბამიდზე და შაქრის ნედლეულზე გაიზარდა.