ბიზნესვიზიტორებმა ან PCR ტესტი უნდა გაიკეთონ, ან ფასიანი კარანტინი გაიარონ
ბიზნესვიზიტორებმა ან PCR ტესტი უნდა გაიკეთონ, ან ფასიანი კარანტინი გაიარონ
7 ივლისი 2020

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება დეტალურად ის რეგულაციები, რომელთა შესრულება ბიზნესვიზიტორებს საქართველოში შემოსვლის შემთხვევაში მოუწევთ.


ქართული მხარე მათ ორ არჩევანს უტოვებს – PCR ტესტის გაკეთება თავიანთი ხარჯებით, ან ფასიანი კარანტინის გავლა.

„ე.წ PCR ტესტი, რომელიც ყველაზე ზუსტია, უნდა იქნეს შეძენილი თვითონ ამ ბიზნესვიზიტორების ხარჯზე და ყოველ მესამე დღეს უნდა იყოს მათ მიერ გაკეთებული ჩვენი მონიტორინგის ქვეშ, მათი აქ ყოფნის პირველი 14 დღის განმავლობაში.

მათ აქვთ არჩევანი, ბიზნესვიზიტორებს – თუ დიდი ხნით არიან ჩამოსულები, შეიძლება არჩიონ ეს ფასიანი კარანტინი და ამით თან ჩვენს სასტუმროებსაც დაეხმარებიან და ჩვენც დაგვიცავენ ეპიდემიოლოგიურად, ან იგივე გააკეთონ ტესტირების მეშვეობით“, – განაცხადა თურნავამ

მსგავსი სიახლეები

საერთაშორისო გადაზიდვების ხელშეწყობისთვის საბაჟო კანონმდებლობაში ცვლილებები შევიდა
28 ივლისი 2022

საერთაშორისო გადაზიდვების ხელშეწყობისთვის საბაჟო კანონმდებლობაში ცვლილებები შევიდა

საერთაშორისო გადაზიდვების ხელშეწყობის მიზნით საბაჟო კანონმდებლობაში რიგი ცვლილებები შევიდა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
წლის პირველ ნახევარში საქართველოს ექსპორტი 36%-ით, იმპორტი კი 35%-ით გაიზარდა
15 აგვისტო 2022

წლის პირველ ნახევარში საქართველოს ექსპორტი 36%-ით, იმპორტი კი 35%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10,186 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 35.3%-ით მეტია.
ალოგი „ექსპო ჯორჯია“-ს საგამოფენო ცენტრში
21 ნოემბერი 2014

ალოგი „ექსპო ჯორჯია“-ს საგამოფენო ცენტრში

ჩვენ, როგორც კავკასიის ბაზარზე მიმდინარე სიახლეებით დაინტერესებული მხარე, ვესტუმრეთ სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შესაფუთი ტექნოლოგიების მე–14 საერთაშორისო გამოფენას, რომელიც გაიმართა 19-21 ნოემბერს „ექსპო ჯორჯია“-ს საგამოფენო ცენტრში.