წლის პირველ ნახევარში საქართველოს ექსპორტი 36%-ით, იმპორტი კი 35%-ით გაიზარდა
წლის პირველ ნახევარში საქართველოს ექსპორტი 36%-ით, იმპორტი კი 35%-ით გაიზარდა
15 აგვისტო 2022

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10,186 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 35.3%-ით მეტია.

აღნიშნულ პერიოდში ექსპორტი 3,098 მილიონი აშშ დოლარი იყო (36.3%-ით მეტი), ხოლო იმპორტი 7,087 მილიონი დოლარი (34.8%-ით მეტი).

საქსტატის ცნობით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2022 წლის იანვარ-ივლისში 3,988 მილიონი დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.2% შეადგინა.

მსგავსი სიახლეები

ალოგი ჩინეთში აბრეშუმის გზის სამიტზე
27 სექტემბერი 2016

ალოგი ჩინეთში აბრეშუმის გზის სამიტზე

კომპანია ალოგი გახლდათ ერთ-ერთი ქართული ლოგისტიკური კომპანია, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ბიზნესსამიტში და განიხილა შესაძლო პარტნიორობის საკითხები როგორც ჩინურ მხარესთან, ასევე ქართველ მეღვინეებთან.
2021 წელს საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ $14.3 მლრდ შეადგინა, ზრდა 25.6%-ია
14 იანვარი 2022

2021 წელს საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ $14.3 მლრდ შეადგინა, ზრდა 25.6%-ია

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული საგარეო სავაჭრო ბრუნვის ექსპრესმონაცემების მიხედვით, გასულ 2021 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.319 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 25.6%-ით მეტია.
რუსეთის პორტების შეფერხების გამო, საქართველო აბრეშუმის გზის უალტერნატივო ჰაბი გახდა
24 მარტი 2022

რუსეთის პორტების შეფერხების გამო, საქართველო აბრეშუმის გზის უალტერნატივო ჰაბი გახდა

დიზელის ტიპის საწვავის ღირებულება საერთშორისო მასშტაბით მას შემდეგ, რაც რუსეთ უკრაინის ომი დაიწყო, 42%-ით გაიზარდა. ფასები გაზრდილია ადგილობრივ ბაზარზეც. ბენზინგასამართ სადგურებში დიზელის ღირებულება 4-ლარიან ნიშნულს გასცდა.დიზელზე ფასის ნახტომისებური მატების გამო, ტვირთების ტრანსპორტირება გაძვირდა.სახმელეთო გადაზიდვებისგან განსხვავებით ფასების კუთხით საზღვაო გადაზიდვებში ცვლილებები ამ დროისთვის არ ფიქსირდება. როგორც გადამზიდავი კომპანიები ამბობენ, საკონტეინერო გადაზიდვების მიმართულებით ფასების მკვეთრი ზრდა ჯერ კიდევ პანდემიის დროს დაფიქსირდა, თუმცა მათი თქმით, ბოლო თვეებია ამ კუთხით სტაბილური ფასი ნარჩუნდება.