საქართველო სანქცირებულ სიაში მოხვედრილ ტვირთებს არ ატარებს
საქართველო სანქცირებულ სიაში მოხვედრილ ტვირთებს არ ატარებს
21 ივლისი 2022

ამჟამად ეკონომიკაში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა დასავლეთის მიერ რუსეთის სატრანსპორტო ბლოკადა. რუსეთისთვის დაკეტილია ევროპის პორტები, სახმელეთო გზები და ცა ევროკავშირის, აშშ-სა და კანადის თავზე.

აღმოსავლეთის გზაც სავსეა დაბრკოლებებით.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად საქართველო სანქცირებულ სიაში მოხვედრილ ტვირთებს არ ატარებს, რუსეთისთვის განკუთვნილ ტრანზიტულ ტვირთებს კი უკან აბრუნებს.

მსგავსი სიახლეები

ჩინეთიდან საკონტეინერო გადაზიდვების ფასები პანდემიამდელ ნიშნულს დაუბრუნდა
25 ნოემბერი 2022

ჩინეთიდან საკონტეინერო გადაზიდვების ფასები პანდემიამდელ ნიშნულს დაუბრუნდა

პანდემიის პერიოდში საკონტეინერო გადაზიდვებზე ფასების რეკორდული ზრდის შემდეგ, მიმდინარე წელს ივლისი-აგვისტოს პერიოდიდან ფასების კლება დაიწო. ბევრ ქვეყანაში ლოქდაუნის გამო შეჩერდა საქონლის წარმოება, ზოგიერთმა საწარმომ ადგილმდებარეობა შეიცვალა და სხვა მასშტაბები შეიძინა,  სწორედ ამან არია კვანძი და  გამოიწვია, ფასების მატება. დღეს კონტეინერების დეფიციტი აღარ არსებობს, განსაკუთრებით საქართველოში, რადგან იმპორტი ექსპორტს აღემატება, ისევე როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, რადგან ქვეყანა იმაზე მეტს ყიდულობს ვიდრე ყიდის. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთიდან საკონტეინერო გადაზიდვების ფასები პანდემიამდელ ნიშნულს დაუბრუნდა, არის ქვეყნები, სადაც ფასები კვლავ მაღალია. ხმელთაშუა ზღვიდან ამერიკის მიმართულებით ფასები მაღალია, რადგან იქ მოთხოვნა უფრო დიდია. ზემოაღნიშნული კი შესაძლოა გამოწვეული იყოს სავაჭრო ურთიერთობების გაზრდით. ხოლო რაც შეეხება ევროპის შიდა ფასებს, აქ ზრდა 15-20%-ის ფარგლებში მერყეობს, რაც ამ სამი წლის განმავლობაში სრულიად ნორმალურია საკონტეინერო გადაზიდვების ფასები რეკორდული ზრდისკენ გზას პოსტ-პანდემიურ, ეკონომიკური აღდგენის პერიოდში დაადგა და ისტორიულ მაქსიმუმს 2021 წლის სექტემბერში მიაღწია. ზრდის ძირითადი მიზეზები სავაჭრო ბუმი და პანდემიის შედეგად ქვეყნებს შორის სავაჭრო მარშრუტების გადანაცვლება იყო, რამაც გადაზიდვები გაართულა.
გამომცემლობა; Marriot & Holiday Inn
3 აპრილი 2017

გამომცემლობა; Marriot & Holiday Inn

იხილეთ ბიზნეს რუბრიკა  ალოგის აღმასრულებელ დირექტორის შესახებ ,  რომელიც განთავსდა საერთაშორისო სასტუმრო ბრენდის, "მარიოტის და ჰოლიდეი ინნ"  გამომცემლობაში.
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მოძრაობა შეიზღუდა
5 აგვისტო 2014

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მოძრაობა შეიზღუდა

აზერბაიჯანულმა მხარემ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ლაგოდეხის მონაკვეთზე საქართველოს მოქალაქეებისთვის მოძრაობა შეზღუდა. არსებული ინფორმაციით, საზღვრის ჩაკეტვის ოფიციალურ მიზეზად აზერბაიჯანული მხარე იმ ფაქტს ასახელებს, რომ მათთან ამოქმედდა კანონი, რომლის თანახმადაც, 2004 წელს ქვემოთ გამოშვებული მანქანები მათ ქვეყანაში არ დაიშვება.