ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველო მე-8 ადგილზე დაწინაურდა
ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველო მე-8 ადგილზე დაწინაურდა
14 სექტემბერი 2020

Fraser institute-ის 2020 წლის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში საქართველოს ქულა და პოზიცია გაუმჯობესდა და 8.18 ქულით ლიდერი ქვეყნების ათეულში მე-8 პოზიციას იკავებს. საქართველო 2019 წლის ანგარიშში მე-9 ადგილს იკავებდა.

რეიტინგში, რომელიც გასული 2018 წლის საანგარიშო პერიოდს ეფუძნება პოზიციის გაუმჯობესება განპირობებულია სხვადასხვა ფაქტორებით, როგორიცაა ქვეყნის მშპ-ს ზრდის დადებითი ტემპი, მთავრობის მოხმარების წილის შემცირება მთლიან მოხმარებაში, ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს არსებობა და სხვა.

ინდექსი ქვეყნებს ხუთი ძირითადი მიმართულებით აფასებს, ყველა ამ ძირითად მიმართულებაში საქართველოს ქულა გაუმჯობესდა:

მთავრობის ზომა - 7.86 ქულა, წინა ინდექსში მინიჭებული ქულა 7.58;
სამართლებრივი სისტემა და საკუთრების უფლებები - 6.47 ქულა, წინა ინდექსში მინიჭებული ქულა 6.34;
მყარი ვალუტა - 9.30 ქულა, წინა ინდექსში მინიჭებული ქულა 8.89;
საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება - 9.02 ქულა, წინა ინდექსში მინიჭებული ქულა 8.74;
რეგულაციები - 8.27 ქულა, წინა ინდექსში მინიჭებული ქულა 8.15

"მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლება“ შემუშავებულია კანადური Frazer Institute-ისა და ეკონომიკური თავისუფლების მსოფლიო ქსელის წევრი ინსტიტუტების მონაწილეობით. რეიტინგი ზომავს ქვეყანაში განხორციელებული პოლიტიკური კურსისა და ინსტიტუციების ხარისხს, რაც განსაზღვრავს ქვეყნის ეკონომიკურ თავისუფლებას. მონაცემები, რომლებიც მუშავდება ყოველწლიურად, დაფუძნებულია მესამე მხარის მიერ წარმოდგენილ მონაცემებსა და დამოუკიდებელ კვლევაზე 162 ქვეყნისათვის. რეიტინგში გამოყენებული მონაცემების ნაწილი ეფუძნება ისეთ ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზების კვლევასა და შეფასებებს, როგორიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი და სხვა.

მსგავსი სიახლეები

საქართველოს დერეფანში ტვირთბრუნვა 1 მლნ ტონით გაიზარდა
25 აგვისტო 2022

საქართველოს დერეფანში ტვირთბრუნვა 1 მლნ ტონით გაიზარდა

საქართველოს დერეფანში ტვირთბრუნვა 1 მლნ ტონით გაიზარდა. ოფიციალური მონაცემებით, სატრანსპორტო დარგებმა 2022 წლის 6 თვეში 20.4 მლნ ტონა ტვრითი გადაზიდეს, 2021 წელს არსებული 19.4 მლნ ტონის შემდეგ.
ტოპ-10 პროდუქტი რომელიც სახმელეთო გზით შემოდის საქართველოში
10 მაისი 2022

ტოპ-10 პროდუქტი რომელიც სახმელეთო გზით შემოდის საქართველოში

საქართველოში გაიზარდა სახმელეთო ტრანსპორტით იმპორტირებული პროდუქტების მოცულობა. საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის სამ თვეში ქვეყანაში ჯამში 2,693 მლრდ აშშ დოლარის პროდუქტის იმპორტი განხორციელდა, საიდანაც 1,165 მლრდ აშშ დოლარის ავტომობილებით შემოვიდა.
უკრაინული წამყვანი სავაჭრო ქსელები და მწარმოებლები თბილისში
4 ნოემბერი 2014

უკრაინული წამყვანი სავაჭრო ქსელები და მწარმოებლები თბილისში

შპს „ავტოლოგისტიკა“-ს 30-31 ოქტომბერს შესაძლებლობა მიეცა მონაწილეობა მიეღო ბიზნეს გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ და უკრაინული კომპანია “ADVISER“-ის ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში სახელწოდებით “QUALITY & SALE 2014“.