3 თვეში საგარეო ვაჭრობა 38%-ით, $3.8 მილიარდამდე გაიზარდა - საქსტატი
3 თვეში საგარეო ვაჭრობა 38%-ით, $3.8 მილიარდამდე გაიზარდა - საქსტატი
14 აპრილი 2022

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებული საქონლით საგარეო ვაჭრობის იანვარ-მარტის ექსპრეს მონაცემებით, საქართველოში სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3.866 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 38.0%-ით მეტია.

აქედან, ექსპორტი 43.3%-ით გაიზარდა და 1.171 მლრდ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი - 35.8%-ით, 2.695 მლრდ დოლარამდე.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2022 წლის იანვარ-მარტში 1.523 მლრდ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.4% შეადგინა.

სასაქონლო ჯგუფების და ქვეყნების მიხედვით საგარეო ვაჭრობის მარტის სტატისტიკას საქსტატი ერთ კვირაში გამოაქვეყნებს.

მსგავსი სიახლეები

ა-ლოგი დუბაიში გამართულ საერთაშორისო გადამზიდველთა კონფერენციაზე
26 იანვარი 2016

ა-ლოგი დუბაიში გამართულ საერთაშორისო გადამზიდველთა კონფერენციაზე

ჩვენმა კომპანიამ მონაწილეობა მიიღო 18-21 იანვარს დუბაიში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში სახელწოდებით Middle Cargo Meet 2016. 
ACE 2017 - მესსე, მიუნხენი
25 მაისი 2017

ACE 2017 - მესსე, მიუნხენი

2017 9 -12 მაისს  ქალაქ მიუნხენში , გერმანია ჩატარდა ლოგისტიკური და სატრანსპორტო გამოფენა Air Cargo Europe (ACE 2017). ღონისძიებას  კომპანია "ალოგი" ესწრებოდა.
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მოძრაობა შეიზღუდა
5 აგვისტო 2014

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მოძრაობა შეიზღუდა

აზერბაიჯანულმა მხარემ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ლაგოდეხის მონაკვეთზე საქართველოს მოქალაქეებისთვის მოძრაობა შეზღუდა. არსებული ინფორმაციით, საზღვრის ჩაკეტვის ოფიციალურ მიზეზად აზერბაიჯანული მხარე იმ ფაქტს ასახელებს, რომ მათთან ამოქმედდა კანონი, რომლის თანახმადაც, 2004 წელს ქვემოთ გამოშვებული მანქანები მათ ქვეყანაში არ დაიშვება.