3 თვეში საგარეო ვაჭრობა 38%-ით, $3.8 მილიარდამდე გაიზარდა - საქსტატი (RU)
3 თვეში საგარეო ვაჭრობა 38%-ით, $3.8 მილიარდამდე გაიზარდა - საქსტატი (RU)
14 Апрель 2022

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებული საქონლით საგარეო ვაჭრობის იანვარ-მარტის ექსპრეს მონაცემებით, საქართველოში სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3.866 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 38.0%-ით მეტია.

აქედან, ექსპორტი 43.3%-ით გაიზარდა და 1.171 მლრდ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი - 35.8%-ით, 2.695 მლრდ დოლარამდე.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2022 წლის იანვარ-მარტში 1.523 მლრდ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.4% შეადგინა.

სასაქონლო ჯგუფების და ქვეყნების მიხედვით საგარეო ვაჭრობის მარტის სტატისტიკას საქსტატი ერთ კვირაში გამოაქვეყნებს.

Similar news

თხილის ექსპორტი გასულ წელს 28%-ით გაიზარდა (RU)
18 Январь 2022

თხილის ექსპორტი გასულ წელს 28%-ით გაიზარდა (RU)

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 16 იანვრის ჩათვლით საქართველოდან 18.2 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 83.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის მოცულობა 3.9 ათასი ტონით (28%), ხოლო ღირებულება 8.1 მლნ აშშ დოლარით (11%) გაიზარდა. ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება - იტალიაში (7 511 ტონა), გერმანიაში (3 523 ტონა), ესპანეთში (500 ტონა), ჩეხეთში (445 ტონა), პოლონეთში (357 ტონა), ლიეტუვაში (327 ტონა), საფრანგეთში (327 ტონა) და სხვა. ასევე სომხეთში (1 265 ტონა), ჩინეთში (785 ტონა), რუსეთში (400 ტონა), უკრაინაში (302 ტონა), საუდის არაბეთში (301 ტონა), ალჟირში (241 ტონა) და სხვა.
'А-Лог'- победитель тендера
18 Март 2015

'А-Лог'- победитель тендера

17 марта  текущего года был подписан договор  между  ООО Автологистика  (А-лог) и Государственной  службой закупок Министерства Внутренних Дел Грузии (МВД). 
თებერვალში საქართველოს ექსპორტი რეკორდული 60%-ით გაიზარდა და $429 მლნ იყო (RU)
14 Март 2022

თებერვალში საქართველოს ექსპორტი რეკორდული 60%-ით გაიზარდა და $429 მლნ იყო (RU)

დღეს გამოქვეყნდა 2022 წლის თებერვლის საგარეო ვაჭრობის წინასწარი ანგარიში. დოკუმენტის თანახმად, გასული თვის განმავლობაში საქართველოდან ექსპორტი წინა წელთან შედარებით 60%-ით, ანუ 161 მილიონი დოლარით გაიზარდა და $429 მილიონი იყო.