კომპანიის ვიზიტი ბაქოში გამოფენაზე
10 ივლისი 2014

კომპანიის ვიზიტი ბაქოში გამოფენაზე "ტრანსკასპიან 2014"

12-14 ივნისს შპს „ავტოლოგისტიკა“-მ მონაწილეობა მიიღო მე-13 საერთაშორისო სატრანსპორტო და ლოგისტიკის გამოფენაში სახელწოდებით „ტრანსკასპიან 2014“ (TransCaspian 2014), რომელიც გაიმართა აზერბაიჯანში, ქ. ბაქოს საგამოფენო ცენტრში. მთავარი მიმართულებები იყო: ტვირთების ექსპედირება, საავტომობილო, სარკინიგზო, საჰაერო, საზღვაო ტრანსპორტი, ლოგისტიკა/დასაწყობება, გემთმშენებლობა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, სარკინიგზო ინფრასტრუქტურა და ა.შ.

მადლობას ვუხდით გამოფენის ორგანიზატორებს, რომლებმაც შესაძლებლობა მოგვცეს შევხვედროდით არსებულ და პოტენციურ პარტნიორებს აზერბაიჯანიდან, ირანიდან, ჩინეთიდან და ჩრდილოეთ ევროპიდან. გამოფენაზე წარმოდგენილი ინოვაციური და საინტერესო პროდუქტები დაგვეხმარება ჩვენი ბიზნესის გაფართოებაში არა მხოლოდ კასპიის რეგიონში, არამედ მთელს მსოფლიოში.

ფოტოალბომის სანახავად დააჭირეთ აქ

მსგავსი სიახლეები

ავტოლოგისტიკის მორიგი ვიზიტი ცენტრალურ აზიაში
17 ნოემბერი 2014

ავტოლოგისტიკის მორიგი ვიზიტი ცენტრალურ აზიაში

უზბეკეთსა და მთელს ცენტრალურ აზიაში ბაზრის გაფართოების მიზნით შპს ავტოლოგისტიკა 3-დღიანი ვიზიტით ეწვია უზბეკეთის რესპუბლიკას, სადაც 12-14 ნოემბერს ქ. ტაშკენტში, უზბეკეთის ეროვნულ საგამოფენო ცენტრში გაიმართა მე-11 საერთაშორისო გამოფენა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით.
დიდთოვლობა საქართველოში
6 იანვარი 2015

დიდთოვლობა საქართველოში

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ფასანაური-მლეთა-გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო  ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.