პანდემიის გავლენა გლობალურ ვაჭრობაზე
27 აგვისტო 2021

პამდემიამ გლობალურ ვაჭრობაზე დიდი გავლენა იქონია. მიწოდების ჯაჭვის შეფერხებამ საერთაშორისო გადაზიდვების კრიზისი გამოიწვია, გაჩნდა კონტეინერების დეფიციტი და გაიზარდა ტრანსპორტირების ფასები. ამ ეტაპზე ტვირთის გადაზიდვის ხარჯები ნორმალურ მაჩვენებელთან შედარებით 4-ჯერ მეტია, რაც საფრთხეს უქმნის ბიზნესის სტაბილურობას, რომელიც სწორედ სავაჭრო სატრანსპორტო ხაზებზეა დამოკიდებული.

როგორც უცხოური გამოცემები იუწყებიან, 40-ფუტიანი კონტეინერის ფასი აზიიდან ჩრდილოეთ ევროპაში 2,000 აშშ დოლარიდან 9,000 აშშ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო CNBC-ის ცნობით, აზიიდან ამერიკის დასავლეთ სანაპიროზე გადაზიდული ტვირთის ღირებულება 145 პროცენტით გაიზარდა.

ამ პრობლემის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი პანდემიის ფონზე ჩინეთის ეკონომიკის სწრაფი აღდგენაა, რამაც ტვირთზე მოთხოვნა გაზარდა და კონტეინერების დეფიციტი გამოიწვია, შესაბამისად გაიზარდა ფასებიც. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთმა ეკონომიკის სწრაფი აღდგენა მოახერხა, მას არ აქვს საკმარისი კონტეინერების რაოდენობა რომ მოთხოვნა დააკმაყოფილოს.

ცნობილია, რომ მსოფლიოში 170 მილიონზე მეტი სატვირთო კონტეინერია, რომელიც მსოფლიოს ტვირთის 90%-ის გადასატანად გამოიყენება.

ამასთანავე აღსანიშნავია, რომ პანდემიამ დიდი გავლენა იქონია საერთაშორისო გადამზიდავ ხაზებზე. სამუშაო ძალის დეფიციტის, გადატვირთული პორტებისა და კარანტინში მყოფი ტვირთების გამო შეფერხდა და გახანრძლივდა ტვირთის ტრანსპორტირების ვადები.

მსგავსი სიახლეები

ავტოლოგისტიკის მორიგი ვიზიტი ცენტრალურ აზიაში
17 ნოემბერი 2014

ავტოლოგისტიკის მორიგი ვიზიტი ცენტრალურ აზიაში

უზბეკეთსა და მთელს ცენტრალურ აზიაში ბაზრის გაფართოების მიზნით შპს ავტოლოგისტიკა 3-დღიანი ვიზიტით ეწვია უზბეკეთის რესპუბლიკას, სადაც 12-14 ნოემბერს ქ. ტაშკენტში, უზბეკეთის ეროვნულ საგამოფენო ცენტრში გაიმართა მე-11 საერთაშორისო გამოფენა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით.
მსოფლიო ბანკი წელს საქართველოში ეკონომიკის 5.5%-იან ზრდას პროგნოზირებს
13 იანვარი 2022

მსოფლიო ბანკი წელს საქართველოში ეკონომიკის 5.5%-იან ზრდას პროგნოზირებს

მსოფლიო ბანკმა გლობალური ეკონომიკის განახლებული შეფასება გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს საქართველოს ეკონომიკა, სავარაუდოდ, 5.5%-ით გაიზრდება, 2023 წელს კი ზრდა 5% იქნება. ამ მაჩვენებლით საქართველოში ზრდის პროგნოზი უფრო მაღალია, ვიდრე მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანში.
 საქართველოდან 60 ქვეყანაში 72,5 მლნ ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული
19 ოქტომბერი 2021

საქართველოდან 60 ქვეყანაში 72,5 მლნ ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული

2021 წლის 9 თვეში, საქართველოდან მსოფლიოს 60 ქვეყანაში 72,5 მლნ ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.