ფოთსა და ბაქოს შორის საკონტეინერო ბლოკ-მატარებელი ივლის
15 ივლისი 2014

15 ივლისიდან ფოთსა და ბაქოს შორის საკონტეინერო ბლოკ-მატარებელი ივლის

სს "საქართველოს რკინიგზის" შვილობილ კომპანია "ტრანს კავკასუს ტერმინალსსა" და "აზერბაიჯანის რკინიგზას" შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ა/წლის 15 ივლისიდან, ყოველ სამშაბათსა და შაბათს ფოთი-ბაქოს (კიშლი) სარკინიგზო მონაკვეთზე, საკონტეინერო ბლოკ-მატარებელი სახელწოდებით SILK BRIDGE იმოძრავებს. საკონტეინერო გადაზიდვის ხაგრძლივობა იქნება 34 საათი.

აღნიშნული პროექტი შეამცირებს საავტომობილო გზებზე საკონტეინერო ავტომობილების მოძრაობას, რისი საშუალებითაც შედარებით განიტვირთება მოძრაობა მაგისტრალზე.

ამასთან დაკავშირებით, 15 ივლისს, ქ. ფოთში, 16:00 საათზე კომპანია "ტრანს კავკასუს ტერმინალსის" ტერმინალზე გაიმართება ფოთი-ბაქოს ბლოკ-მატარებლის გახსნის საზეიმო ღონისძიება.

მსგავსი სიახლეები

საექსპორტო ქვეყნების რეიტინგი: EU-ში ექსპორტი 3%-ით გაიზარდა, დსთ-ში - 34%-ით
21 იანვარი 2022

საექსპორტო ქვეყნების რეიტინგი: EU-ში ექსპორტი 3%-ით გაიზარდა, დსთ-ში - 34%-ით

გამოქვეყნდა 2021 წლის საგარეო ვაჭრობის ანგარიში. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ გასულ წელს საქართველოს ექსპორტი 900 მილიონი დოლარით (27%), 4.2 მილიარდამდე გაიზარდა, თუმცა მატება მნიშვნელოვანწილად განპირობებული იყო არა ევროკავშირის ბაზარზე საქონლის ექსპორტის ზრდით, არამედ დსთ-ის ბაზარზე ექსპორტის მატებით.
თებერვალში ექსპორტი $456 მილიონამდე გაიზარდა
15 მარტი 2023

თებერვალში ექსპორტი $456 მილიონამდე გაიზარდა

საქსტატმა საგარეო ვაჭრობის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, თებერვლის განმავლობაში საქართველოს ექსპორტმა 456 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 6%-ით, ანუ 27 მილიონი დოლარით მეტია.