დაკარგული კონტეინერების რაოდენობა მცირდება
28 ივლისი 2020
საზღვაო გადამზიდავების დროს დაკარგული კონტეინერების რაოდენობა მცირდება,
2011-2013 წლების მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით, საზღვაო გადაზიდვების დროს, წელიწადში საშუალოდ 2683 კონტეინერი იკარგებოდა... და ამის ძირითად მიზეზად, მოყვანილია დიდი კონტეინერების ჩაძირვა, მეჩეჩზე დაჯდომა და შტორმის დროს გადაყირავება.... მაგალითისთვის შეიძლება დასახელდეს, 2011 წელს კონტეინერმზიდი Rena-ს მეჩეჩზე დაჯდომა, რომლის დროსაც მან 900-მდე კონტეინერი დაკარგა... და 2013 წელს - MOL Comfort-ის ჩაძირვა, რომლის დროსაც ზღვაში 2683 კონტეინერი ჩავარდა.
2014-2016 წლებში, წინა წლებთან შედარებით თითქმის ორჯერ ნაკლები კონტეინერი დაიკარგა. ამ წლების სტატისტიკა, წელიწადში საშუალოდ 1390 დაკარგულ კონტეინერს უდრის. ყველაზე დიდი დანაკარგი (517 კონტეინერი), 2015 წელს, გემ El Faro-ს ჩაძირვას მოჰყვა.
გასულ სამ წელიწადში (2017-18-19 წლები), კონტეინერთა დაკარგვის შემცირების ტენდენცია შენარჩუნდა და ამ პერიოდში, წელიწადში საშუალოდ 779 დაკარგულ კონტეინერამდე ჩამოვიდა. ამ პერიოდის მანძილზე, ყველაზე მეტი დანაკარგი, კონტეინერმზიდ
MSC Zoe-ს ჰქონდა, რომელსაც შტორმის დროს 345 კონტეინერი გადაუვარდა ბორტიდან.

მსგავსი სიახლეები

ფოთსა და ბაქოს შორის საკონტეინერო ბლოკ-მატარებელი ივლის
15 ივლისი 2014

ფოთსა და ბაქოს შორის საკონტეინერო ბლოკ-მატარებელი ივლის

სს "საქართველოს რკინიგზის" შვილობილ კომპანია "ტრანს კავკასუს ტერმინალსსა" და "აზერბაიჯანის რკინიგზას" შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ა/წლის 15 ივლისიდან, ყოველ სამშაბათსა და შაბათს ფოთი-ბაქოს (კიშლი) სარკინიგზო მონაკვეთზე, საკონტეინერო ბლოკ-მატარებელი სახელწოდებით SILK BRIDGE იმოძრავებს. საკონტეინერო გადაზიდვის ხაგრძლივობა იქნება 34 საათი.
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მოძრაობა შეიზღუდა
5 აგვისტო 2014

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მოძრაობა შეიზღუდა

აზერბაიჯანულმა მხარემ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ლაგოდეხის მონაკვეთზე საქართველოს მოქალაქეებისთვის მოძრაობა შეზღუდა. არსებული ინფორმაციით, საზღვრის ჩაკეტვის ოფიციალურ მიზეზად აზერბაიჯანული მხარე იმ ფაქტს ასახელებს, რომ მათთან ამოქმედდა კანონი, რომლის თანახმადაც, 2004 წელს ქვემოთ გამოშვებული მანქანები მათ ქვეყანაში არ დაიშვება.