ტრანსპორტისა და ლოგისტიკის გამოფენა მიუნხენში
20 მაისი 2015

მიმდინარე წლის 5-8 მაისს გერმანიის ქ. მიუნხენში ჩატარდა მე-15 საერთაშორისო გამოფენა სახელწოდებით „ტრანსპორტი და ლოგისტიკა“ (Transport and Logistic), რომელსაც სტუმრობდა რეკორდული რაოდენობის ვიზიტორი (55, 000) 124 ქვეყნიდან და მონაწილე (2, 050) 62 ქვეყნიდან.

ინოვაციური ლოგისტიკური გადაწყვეტილებები, ინფორმაციული ტექნოლოგიები, საზღვაო, საავტომობილო, სარკინიგზო, საჰაერო სატრანსპორტო მომსახურებები და პროდუქტები მიუნხენის გამოფენის მთავარ თემას წარმოადგენდა.

მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სატრანსპორტო, ლოგისტიკურ გამოფენას მიუნხენის საგამოფენო ცენტრში (München Messe) ჩვენი კომპანიაც სტუმრობდა. შევხვდით მსოფლიოს წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებს, მათ შორის მუდმივ პარტნიორებსაც. თანამშრომლობის შესახებ გავაფორმეთ რამდენიმე ხელშეკრულება და ველით ახალ გამოწვევებს გლობალურ ბაზარზე.

ფოტოალბომი

მსგავსი სიახლეები

საქართველო-კანადის ბიზნეს ფორუმი
21 მარტი 2015

საქართველო-კანადის ბიზნეს ფორუმი

ჩვენი კომპანია ტრადიციას არ ღალატობს და ამჟამადაც ესწრება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელშეწყობით საქართველო-კანადის ბიზნეს ფორუმს, რომელიც 2015 წლის 18-20 მარტს გაიმართა სასტუმროში Tbilisi Marriot Hotel.
საქართველო-ლატვიის ბიზნეს ფორუმი 2014
27 ნოემბერი 2014

საქართველო-ლატვიის ბიზნეს ფორუმი 2014

2014 წლის 26 ნოემბერს თბილისის საგამოფენო ცენტრ “Expo Georgia”-ში, ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტის ანდრის ბერზინშის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველო-ლატვიის ბიზნეს ფორუმი გაიმართა.