საქართველოს ადგილობრივი ექსპორტი - წლის I ნახევარი
17 ოქტომბერი 2022
საქართველო მცირე, მაგრამ ღია ეკონომიკის ქვეყანაა. ქვეყანა ჩართულია საგარეო ვაჭრობაში და ადგილობრივი მოხმარების მხოლოდ ადგილობრივი წარმოება არ არის და ეს უკანასკნელი სხვა ქვეყნის ადგილობრივ მოხმარებასაც აკმაყოფილებს. შესაბამისად, რაც უფრო ღიაა ეკონომიკა, მით უფრო არსებითი წვლილი გააჩნია ეკონომიკურ ზრდაში საგარეო ვაჭრობას. რეგიონიდან საქართველოს ყველაზე ღია ეკონომიკის სტატუსი გააჩნია. გლობალურად, ღიაობის მაჩვენებლით 200 ეკონომიკური ერთეულიდან 72-ე ადგილს იკავებს.
საქართველოს ისტორიულად უარყოფითი სავაჭრო ბალანსი გააჩნია - ქვეყანაში იმპორტირებული საქონელი და მომსახურება აღემატება ექსპორტირებულს. ძირითადი სავაჭრო პარტნიორები სამეზობლოს ქვეყნებია, თუმცა „დიდი ჩაკეტვის“ შემდეგ მდგომარეობა შეიცვალა და ნომერ პირველი საექსპორტო ქვეყანა ჩინეთი გახდა. ნომერ პირველი საიმპორტო ქვეყანა კი ისტორიულად მეზობელი ქვეყანა - თურქეთია.
2022 წლის პირველ ნახევარში საქართველოს მთლიანმა ექსპორტმა 2 558.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 672.6 მლნ აშშ დოლარით მეტია. აღნიშნულ პერიოდში ექსპორტის ზრდა დიდწილად ადგილობრივ ექსპორტს უკავშირდება, რადგან ამ პერიოდში ადგილობრივი ექსპორტის ღირებულება 501.4 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რაც მთლიანი ექსპორტის ზრდის 74.6%-ია. შედეგად, მთლიან ექსპორტში ადგილობრივი ექსპორტის წილი 73.5%-მდეა გაზრდილი, რაც 2021 წლის პირველ ნახევარში 73.1% იყო, ხოლო 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში 71.7%. ამდენად, ადგილობრივი ექსპორტი იზრდება, რაც მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) მიმართებით 17.4%-ია, რაც წინ წილის ანალოგიურ პერიოდში 17.0% იყო. პანდემიის პირველ წელის პირველ ნახევარში ადგილობრივი ექსპორტი ამავე პერიოდის მშპ-ს 14.9% იყო.

მსგავსი სიახლეები

თებერვალში საქართველოს ექსპორტი რეკორდული 60%-ით გაიზარდა და $429 მლნ იყო
14 მარტი 2022

თებერვალში საქართველოს ექსპორტი რეკორდული 60%-ით გაიზარდა და $429 მლნ იყო

დღეს გამოქვეყნდა 2022 წლის თებერვლის საგარეო ვაჭრობის წინასწარი ანგარიში. დოკუმენტის თანახმად, გასული თვის განმავლობაში საქართველოდან ექსპორტი წინა წელთან შედარებით 60%-ით, ანუ 161 მილიონი დოლარით გაიზარდა და $429 მილიონი იყო. 
ალოგი ყაზახეთის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის გამოფენაზე
29 სექტემბერი 2015

ალოგი ყაზახეთის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის გამოფენაზე

მიმდინარე წლის 16-18 სექტემბერს ყაზახეთის ქალაქ ალმათიში გაიმართა მე-19 საერთაშორისო გამოფენა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით, სახელწოდებით Transit Kazakhstan 2015.
პოლონეთის ბიზნეს დელეგაცია საქართველოში
4 დეკემბერი 2014

პოლონეთის ბიზნეს დელეგაცია საქართველოში

მიმდინარე წლის 1-2 დეკემბერს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში გაიმართა საქართველო-პოლონეთის ბიზნეს ფორუმი. ფორუმზე პოლონური კომპანიის წარმომადგენლების მიერ გაკეთდა პრეზენტაციები, რომლებიც მოიცავდა შემდეგ სექტორებს: ტრანსპორტი და ლოჯისტიკა, სოფლის მეურნეობა და შესაბამისი ტექნიკა, სამშენებლო ტექნიკა, ექსპორტ-იმპორტი, მეფრინველეობა და ა.შ.