საზღვაო გადაზიდვები 50-300%-ით გაძვირდა - გაუწევს თუ არა კონკურენციას რკინიგზა ზღვას
საზღვაო გადაზიდვები 50-300%-ით გაძვირდა - გაუწევს თუ არა კონკურენციას რკინიგზა ზღვას
10 ივნისი 2021

იანვრიდან დღემდე ევროპიდან ტვირთის საზღვაო გადაზიდვები 50%-ით, ხოლო აზია-ჩინეთიდან 250-300%-ით გაძვირდა.

როგორც სხვადასხვა გამოცემები იუწყებიან ქვეყნებს შორის სავაჭრო დისბალანსის გამო ამ ეტაპისთვის რთულია პროგნოზირება, როდის დაუბრუნდება ან დაუბრუნდება თუ არა ფასები პირვანდელ ნიშნულს.

საქართველოზე, როგორც მსოფლიოს საზღვაო გადაზიდვების ნაწილზე, ვრცელდება ის ტენდენციები, რომელიც ამ სფეროშია, თუმცა საქართველოსთვის ფასის ზრდის ასახვა გაცილებით მეტი იყო. დეფიციტის პირობებში, ყველა ცდილობს, ძირითად პორტებს შორის იყოს ბრუნვა, რადგან დროულაად დაბრუნდეს ცარიელი კონტეინერები, საქართველო კი ამ შემთხვევაში პერიფერიაა.

ამ ყველაფრის ფონზე, საზღვაო გადამზიდებს უკვე უწევენ კონკურენციას სარკინიგზო გადამზიდები.

საზღვაო გადაზიდვების ფასის მკვეთრი მატება ევროპასა და აზიის ქვეყნებში, გამოწვეულია პანდემიური მდგომარეობით. პანდემიასთან თანაცხოვრება ყველაზე მალე ჩინეთის ეკონომიკამ ისწავლა და ყველაზე ადრე გამოცოცხლდა მისი ექსპორტი, რის შედეგადაც ქვეყნებს შორის სავაჭრო დისბალანსი გაჩნდა. ამ პრობლემის აღმოფხვრასთან ერთად, როდესაც ევროპისა და ამერიკის ეკონომიკური მდგომარეობა პირვანდელ სახეს დაუბრუნდება ვარაუდობენ, რომ ფასები დასტაბილურდება.

ასევე აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 4 თვეში საზღვაო გზით ტვირთბრუნვა გაიზარდა და 1,532 მლრდ დოლარი შეადგინა, ეს კი თითქმის 10%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შდარებით.

მსგავსი სიახლეები

მსოფლიოში პირველი ეკომეგობრული საკონტეინერო გემი (GE)
8 მაისი 2023

მსოფლიოში პირველი ეკომეგობრული საკონტეინერო გემი (GE)

კომპანია ჰიუნდაიმ შექმნა მსოფლიოში პირველი ეკომეგობრული საკონტეინერო გემი, რომელიც მიზნად ისახავს გადაზიდვების ინდუსტრიაში ნახშირბადის გამონაბოლქვის შემცირებას.
წლის პირველ ნახევარში საქართველოს ექსპორტი 36%-ით, იმპორტი კი 35%-ით გაიზარდა
15 აგვისტო 2022

წლის პირველ ნახევარში საქართველოს ექსპორტი 36%-ით, იმპორტი კი 35%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10,186 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 35.3%-ით მეტია.
აშშ-ში ექსპორტი 143.2%-ით გაიზარდა: რას ყიდის საქართველო ამერიკაში?
7 თებერვალი 2022

აშშ-ში ექსპორტი 143.2%-ით გაიზარდა: რას ყიდის საქართველო ამერიკაში?

საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ათეულში ამერიკის შეერთებულ შტატებს მე-5 პოზიცია უკავია. საქსტატის ანგარიშის თანახმად, 2021 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 820 მლნ დოლარი იყო, რაც წინა წლის მაჩვენებელს 5.7%-ით აღემატება.