საქართველოდან ექსპორტზე $49 მილიონის წყალი გავიდა - TOP საექსპორტო ქვეყნები და კომპანიები
საქართველოდან ექსპორტზე $49 მილიონის წყალი გავიდა - TOP საექსპორტო ქვეყნები და კომპანიები
10 აგვისტო 2020

2020 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან ექსპორტზე 49.4 მლნ დოლარის მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი განხორციელდა.

საქსტატის მიხედვით, აღნიშნული წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24.5%-ით ნაკლებია.

სტატისტიკის ეროვნული სამახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, ქართული წყლის უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი რუსეთია 19.3 მლნ დოლარით. ხუთეულშია: უკრაინა ($9.5მლნ), ლიეტუვა ($8.1მლნ), ყაზახეთი ($3.7მლნ) და ბელარუსი ($3.3 მლნ). აღსანიშნავია, რომ საქართველოდან მცირე მოცულობის წყალი ექსპორტზე აშშ-სა ($1მლნ) და ისრაელშიც ($538 ათასი) გავიდა.

მინერალური და მტკნარი წყლების TOP-10 ექსპორტიორი კომპანია:

1. შპს აქვა გეო
2. "აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს "აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი"
3. შპს საირმე მინერალ ვოთერს
4. სს წყალი მარგებელი
5. შპს ნინი
6. შპს გიო
7. შპს ნანა
8. შპს აიდიეს ბორჯომი საქართველო
9. შპს Georgian water & Company.


2019 წელს საქართველოდან მსოფლიოს ქვეყნებში ექსპორტზე 133.6 მლნ დოლარის ღირებულების მინერალური და მტკნარი წყლები გავიდა, რაც 2018 წლის მონაცემებს 17.6%-ით აღემატებოდა.

მსგავსი სიახლეები

ტოპ-10 პროდუქტი რომელიც სახმელეთო გზით შემოდის საქართველოში
10 მაისი 2022

ტოპ-10 პროდუქტი რომელიც სახმელეთო გზით შემოდის საქართველოში

საქართველოში გაიზარდა სახმელეთო ტრანსპორტით იმპორტირებული პროდუქტების მოცულობა. საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის სამ თვეში ქვეყანაში ჯამში 2,693 მლრდ აშშ დოლარის პროდუქტის იმპორტი განხორციელდა, საიდანაც 1,165 მლრდ აშშ დოლარის ავტომობილებით შემოვიდა.
ალოგი ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე ProWein 2015
20 მარტი 2015

ალოგი ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე ProWein 2015

გერმანიის ქალაქ დუსელდორფში 15-17 მარტს გაიმართა მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ღვინის საერთაშორისო გამოფენა-ვაჭრობა სახელწოდებით ProWein 2015.  გამოფენაში მონაწილეობა მიიღო 5970-ზე მეტმა კომპანიამ, რომელსაც 52 000-მდე სპეციალისტი სტუმრობდა. 
საკონტეინერო გადაზიდვები იაფდება
20 მარტი 2023

საკონტეინერო გადაზიდვები იაფდება

 ბოლო 1 წელიწადში გადაზიდვების გლობალური ინდექსი 6-ჯერ 9 777 დოლარიდან 1568 დოლარამდეა შემცირებული, რაც 2020 წლის 5 ივნისის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.